ჰოროსკოპი მშობლებისთვის: როგორ ზრდიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შვილებს

ჰოროსკოპი მშობლებისთვის: როგორ ზრდიან სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შვილებს
ყველა მშობელი თავისებურად ზრდის შვილებს, მაგრამ ყველა მათგანს ერთი მიზანი აქვს: შვილები ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდონ. გაიგეთ, როგორ განსხვავდება აღრდის მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ფეთქებადი ადამიანი ხართ. თქვენი ამბიციურობა დადებითად მოქმედებს შვილებზე, რადგან ისინი ყოველთვის მიაღწევენ დასახულ მიზნებს. მაგრამ მებრძოლ ვერძს მოუწევს შვილებთან ცოტათი შერკინება, როდესაც ისინი მოზარდის ასაკს მიაღწევენ.

კურო


თქვენი მშვიდი და მომთქმენი ბუნება შესანიშნავია შვილების აღზრდაში. სინაზესა და სითბოს ახვევთ მათ და ნამდვილად ნდობით აღსავსე ურთიერთობას ამყარებთ. თავდაჯერებული ადამიანები გაიზრდებიან ამის წყალობით.

ტყუპები


თქვენი მხიარული, სოციალური და სპონტანური ხასიათი სტიმულს აძლევს ბავშვებს, გონებრივად და ფიზიკურად კარგად განვითარდნენ. მუდამ დაატარებთ საინტერესო ადგილებში, იცით მათი მოსმენა და ღირსეულად პასუხობთ ყველა შეკითხვას.

კირჩხიბი

თქვენი ფოტო ლექსიკონში უნდა იყოს გამოკრული სიტყვასთან ”ოჯახი”. თქვენთვის ოჯახი ყველაფერია. გიყვართ ტრადიციული სადილები და საღამოს სამაგიდო თამაშები. ქმნით პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გარემოს შვილებისთვის. თუმცა, ცოტათი თავისულფლებას თუ მისცემთ, უმჯობესი იქნება.

ლომი

ძალიან მაგარი მშობელი ხართ. ვერ თმობთ საკუთარ ბავშვობას და ამიტომ სახლში სულ ჟრიამული გაქვთ, გიყვართ შვილებთან თამაში და მათი გართობა. ამიტომ მათ თანატოლებთან ურთიერთობაც არ უჭირთ.

ქალწული

თქვენი ორგანიზაციული ნიჭის წყალობით იოლად მართავთ საშინაო საქმეებსა და გრაფიკს. ამისგან თქვენი შვილები მხოლოდ იგებენ, სწავლობენ პასუხისმგებლობის ფასს.

სასწორი

თქვენი სინაზის წყალობით ბავშვები სითბოსა და მზრუნველობაში იზრდებიან. ბავშვებს დაცულობის შეგრძნებას აძლევთ, მათ იციან, რომ მუდამ უნდა ჰქონდეთ თქვენი მხარდაჭერის იმედი. თუმცა, ეს დისციპლინაზე ცოტათი უარყოფითად მოქმედებს.

მორიელი

მუდამ დისციპლინირებული ხართ, კარგად განვითარებული ინტუიცია გაქვთ და ყოველთვის იცით, რა სურთ თქვენს შვილებს. ძალიან ყურადღებიანი და აზრიანი ადამიანები გახდებიან ამის წყალობით, თუმცა, ნუ დაივიწყებთ, რომ მათაც აქვთ შეცდომის დაშვების უფლება და ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა შეიძინონ.

მშვილდოსანი

მხიარულების განსახიერება ხართ, გიყვართ სპონტანურობა და თავგადასავლები, იცით როგორ გაართოთ შვილები. მაგრამ ნუ დაივიწყებთ ოჯახში ძალაუფლების სტრუქტურაზე. დარწმუნდით, რომ შვილები თავის ნებაზე არ არიან მიშვებული.

თხის რქა

ძალიან შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ხართ და ამ თვისებებს შვილებსაც გადასცემთ. მაგალითს აძლევთ და თქვენი ხელმძღვანელობით ისინი წარმატებულები და კეთილსინდისიერები გაიზრდებიან.

მერწყული

შემოქმედებითი და დამოუკიდებელი პიროვნება ხართ, შთააგონებთ შვილებს, აკეთონ სიკეთე. თქვენი წყალობით ისინი ჰუმანისტები და ფილანტროპები გაიზრდებიან. თუმცა, ხანდახან სიმკაცრის გამოჩენაც არ გაწყენთ.

თევზები

მერწყულის მსგავსად, თქვენც ძალიან კეთილი და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. ცდილობთ ბავშვებს უსაფრთხო გარემო შეუქმნათ, სადაც უდარდელად ითამაშებენ. თუმცა, გაითვალისწინეთ ბალანსი მომთმენიანობასა და ორგანიზებულობას შორის.