სამყურა,უებარი წამალი ანემიისა და სისხლდენის დროს!

სამყურა,უებარი წამალი ანემიისა და სისხლდენის დროს!
რამდენიმე ხნის წინ იპერაცია გავიკეთე, რის მერეც საშვილოსნოდან სისხლდენა კარგა ხანს არ შემიწყდა. ბუნებრივია, ანემია დამემართა. სისხლნაკლებობის საწინააღმდეგოდ ვსვამდი ექიმების მიერ გამოწერილ უამრავ ვიტამინს და რკინის შემცველ აბს, მაგრამ ვერ მიშველა. ჰემოგლობინი საგრძნობლად დამიქვეითდა. სისხლდენასაც ვერაფრით ვაჩერებდით- რამდენიმე ხნიტ წყდებოდა, მერე ისევ განახლდებოდა ხოლმე.
ერთ დღეს ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე . იგი სამკურნალო მცენარეებით არის გატაცებული. მირცია, სამყურა ბალახის ნაყენი მიმეღო, რომელიც უებარი ყოფილა ანემიისა და სისხლდენის დროს. ნაყენი ასე მზადდება:
ინგრედიენტები:
  • 1 ს/კ გამხმარი სამყურას ყვავილი
  • 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ გამხმარ და დაქუცმამცებულ სამყურას ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ნახევარი საათით დააყენოთ.
პირველ დღეებში , როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას, 2-3 საათში ერთხელ ვიღებდი თითო სუფრის კოვზს, 2-4 დღის შემდეგ სისხლდენა საგრძნობლად შემიმცირდა ( შეიძლება ითქვას , შემიწყდა ). ამის შემდეგ სამყურათი ანემიის მკურნალობა დავიწყე. ვიღებდი იმავე ნაყენს, ოღონდ ამჯერად 1/2 ჩაის ჭიქაა 3-ჯერ დღეში.
ნაყენს 1 თვე ვსვამდი. ამ ხნის განმავლობაში სისხლდენას აღარ შევუწუხებივარ. ჰემოგლობინი საგრძნობლად მომატებული არმომაჩნდა. ეს ყველაფერი მხოლოდ სამყურას დამსახურება იყო, რადგან ამ ხნის განმავლობაში სხვა წამალს აღარ გავკარებივარ.
მინდა ყველა ქალს ვურჩიო, მსგავსი პრობლემების დროს გამოიყენონ ეს ძალიან უბრალოდ, მაგრამ ეფექტიანი საშუალება.

ექიმის კომენტარი:
წითელი სამყურა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას უამრავი ღირსება აქვს. ჯერ ერთი , მისი ყვავილებისგან საუკეთესო თაფლი მზადდება , მეორეც, სამკურნალო თვისებებითაა მდიდარი.
სამყურა უმთავრესად მდელოებზე ხარობს. იზრდება 15-20 სმ სიმაღლის. ყვავილობს მაის- სექტემბერში. უსუნოა, აქვს წითელი ყვავილები და მოტკბო გემო.
სამკურნალოდ ვარგისია მცენარის ყვავილედი ფოთლებიანად. მისი ნაყენი და ნახარში ოფლმდენი, შარდმდენი, ამოსახველებელი და ბაქტერიოციდული საშუალებაა. კარგია ანემიისა და სისხლდენის დროსაც. გარდა ამისა, სამყურას ნაყენს იყენებენ გულისა და თირკმლისმიერი შეშუპების , რევმატიზმისა და შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ. მის საფენებს ჭრილობაზე იდებენ. მცენარის ახალგამოწურულ წვენს კი ალერგიული დაავადებების დროს სვამენ. უკუჩვენება არ აქვს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი