მასტოპათიას ვალერიანი და კრაზანა უმკლავდება: მკურნალობას ყველაზე რთული ფორმებიც ექვემდებარება!

მასტოპათიას ვალერიანი და კრაზანა უმკლავდება: მკურნალობას ყველაზე რთული ფორმებიც ექვემდებარება!
ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია ეს სარძევე ჯირკვლების და მათი ფუნქციონალურობის ცვლილების, დაავადებების ჯგუფის საერთო სახელწოდებაა. ეს დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევით და სასქესო სისტემის სხვადასხვა პრობლემებით.

დაავადებულები მიმართავენ ექიმს და მკერდის არეში დისკომფორტს უჩივიან. პრემენსტრუალურ პერიოდში ძუძუს თავებიდან შესაძლოა გამჭვირვალედან, მოყვითალო-მომწვანო შეფერილობამდე სითხეც გამოიყოფოდეს. შემოწმებისას მკერდში შეიგრძნობა მომცრო ან შედარებით მსხვიკი კვანძები (ზოგიერთ შემთხვევაში მტკივნეულიც), რომელთა ზომაც ციკლის დღეების მიხედვით იცვლება.


მასტოპათიის სამკურნალოდ ექიმებმა შესაძლოა ვიტამინების მიღება გამოგიწერონ (განსაკუთრებით სასარგებლოა B6,A და E ვიტამინები), ასევე პრეპარატები, რომლებიც ჰორმონალური ფონის კორექციაზე იქნებიან მიმართული.ნუ გაგიკვირდებათ თუკი შეიტყობთ, რომ კონკრეტული წამალი მასტოპათიის სამკურნალოდ არ არსებობს, რადგან ეს უფრო ორგანიზმის მდგომარეობაა ვიდრე დაავადება.

მასტოპათიის მკურნალობა ხალხური საშუალებებით.
ხალხური მედიცინა ფლობს ეფექტურ საშუალებებს, რომელიც ქალის ჯანმრთელობის აღდგენას უწყობს ხელს.სამკურნალო უნარებს საუკეთესო რეკომენდაცია გამუწია ვალერიანზე და კრაზანაზე დაყენებულმა ჩაიმ. სწორედ მის რეცეპტს წამოგიდგენთ დღეს FPaparazzi-ს რედაქცია.
ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ ვალერიანის დაფქული ფესვი
  • 2 ჩ/კ კრაზანა
  • 1 ჩ/კ პიტნის ფოთლები
  • 0,5 ჩ/კ გვირილას ყვავილები
  • 1 ჩ/კ კამას თესლი
  • 1 ჩ/კ კვლიავის თესლი


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მშრალ მდგომარეობაში გადაყარე ჰერმეტულად დაცულ ჭურჭლში.
  2. ჩაის დასამზადებლად 1 ს/კ ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და დააყენეთ 30 წუთით.
  3. მიღებული საშუალება მიირთვით დღეში 3 ჯერ, 1/3 ჭიქის ოდენობით.
  4. აღსანიშნავია, რომ მასტოპათიის მკურნალობა ხალხური საშუალებებით მეტ დროს მოითხოვს, სწორედ ამიტომ ამ საშუალების მიღების მინიმალური კურსი 3 თვით არის განსაზღვრული.

გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და ნუ დაგავიწყდებათ ჩაიტაროთ სარძევე ჯირკვლების თვითგამოკვლევა (უმჯობესია მზგავსი შემოწმება მენსტრუაციის დასრულების თანავე ჩაიტაროთ), ასევე წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ესტუმრეთ მამოლოგს.

გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, ასევე მოგვწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.