მასტოპათიის სამკურნალო მცენარეული საშუალებები

მასტოპათიის სამკურნალო მცენარეული საშუალებები
მასტოპათია - ხასიათდება სარძევე ჯირკვალზე სხვადასხვა სიდიდის და სიმკვრივის მტკივნეული კვანძების გაჩენით, კვანძები ხელით მოსინჯვისას შეიძლება იყოს წვრილმალცვლოვანი ან შედარებით მსხვილი ცალკეული მარცვლები.
მასტოპათია ვითარდება ძირითადად 30 - 50 წლის ასაკში, უმეტეს შემთხვევაში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას. დარღვევა ხშირად დაკავშირებულია სასქესო ორგანოების ანთებით პროცესებთან, ჰორმონალური პრეპარატების მიღებასთან, ასევე აბორტებთან. მასტოპათიის დროს ძირითად ჩივილს წარმოადგენს ტკივილი სარძევე ჯირკვლის არეში, გარკვეული ადგილის გამკვრივება, ჯირკვლიდან გამონადენი - ლორწოვანი ან სისხლიან - ლორწოვანი. სარძევე ჯირკვალზე ნებისმიერი ტიპის გამოვლინება, განსაკუთრებით გამკვრივება, სერიოზული მიზეზია ექიმთან კონსულტაციისა.

რეცეპტები:
  • მასტოპათიის მკურნალობაში, ერთ - ერთი ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება ნაკრები: 1 ს/კ მოყვავილე ფარსმანდუკის კენწეროები, 1 ს/კ შავბალახა, 2 ს/კ ორკბილა, ჩაყარეთ თერმოსში დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 /2 ჭ დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. სუსტი ან მტკივნეული კუჭნაწლავის შემთხვევაში, მიიღება ჭამიდან 20 წთ - ის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია აბორტი, როგორც ეკლესიური თვასაზრისით ასევე ფიზიოლოგიური ასპექტების გათვალისწინებით, მას მივყავართ დაავადების გამწვავებამდე, ორსულობის პერიოდში ნაყენის მიღება უნდა შეწყდეს. ნაყენი უკუნაჩვენებია ასევე მენსტრუაციის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 6 თვე, მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით. ნაყენის მიღების ერთი პროცედურის ჩავარდნის შემთხვევაშიც კი, კურსი უნდა დაიწყოს თავიდან. ამ საშუალებით მკურნალობენ: ფიბრომას, ფიბრომიომას, კისტას, საშვილოსნოს დანამატების ქრონიკულ ანთებას, ენდომეტრიოზს, მუცლის ქვედა არეში სიმძიმის შეგრძნებას და სხვა ქალთა დაავადებებს სიმსივნისკენ მიდრეკილს, მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კავშირი არ არის აკრძალული.

  • 100 გრ ოროვანდის ფესვების ფაფა, 100 გრ თაფლი, 100 მლ აბუსალათინის ზეთი, 2 საშუალო ზომის ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში, მოათავსეთ სელის ქსოვილის საფენზე, დაიდეთ მკერდზე მთელი ღამის განმავლობაში, დილით მოიხსენით და მკერდზე შეიზილეთ ფუტკრის რძის შემცველი მალამო, მკურნალობის კურსი - 2 კვირა.

  • თეთრი კომბოსტოს საშუალო თავი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ რამდენიმე კოვზი მაწონი, მასა გადაიტანეთ სელის ქსოვილზე, დაადეთ მტკივნეულ ადგილზე, ტკივილის განახევრებამდე, საფენი შეცვალეთ რამდენიმეჯერ დღე - ღამის განმავლობაში, არ უნდა გაშრეს: ამასთან ერთად მიიღება ნაყენი: 100 გრ კამის თესლი მოხარშეთ 1/2 ლ რძეში, დააყენეთ 2 სთ. მიიღება 3 - ჯერ დღეში 3/4 ჭ, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, მკურნალობის კურსი 3 კვირა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი