კაკალი- უამრავი დაავადების მკურნალი!
ხალხურ მედიცინაში კაკლის მრავალმხრივი გამოყენების მაგალითებია ცნობილი. მე ამ მცენარეს არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც ვიყენებ. საამისოდ გამოდგება ფოთლები , წენგო, ნაჭუჭი, უღელი. შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს და მატი გამოყენების წესს:
ექიმის კომენტარი:
ეს მცენარე მართლაც უნიკალურია თავისი შემადგენლობით. მას მეცნიერები „ მომავლის პურს“ უწოდებენ. კაკლის ლებნები შეიცავს ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას: 20 %-მდე ცილას, 75 %-მდე მაღალკალორიულ ცხიმებს, A,B1,B6,P,E,C ვიტამინებს,ეთეროვან ზეთებს,ფიტონციდებს. სწორედ ეს განაპირობებს მცენარის მრავალმხრივ ეფექტიან გამოყენებას ხალხურ მედიცინაში სხვადასხვაგვარი დაავადების სამკურნალოდ .
- კანის ჩირქოვანი გამონაყარის, მუწუკების, ეგზემისა და სირველის დროს კარგია კაკლის გამხმარი ფოთლების ნახარში: 300 გრ ფოთოლი ჩაყარეთ 1ლ წყალში და ხარშეთ 20 წთ. 3-4 საათის შემდეგ გადაწურეთ და შეურიეთ აბაზანის წყალს.აბაზანა კეთდება ყოვედღიურად, 1 კვირის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 3-4 დღე და საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ.
- კონიუნქტივიტის დროს უპეებზე წაისვით ნიგვზის ახალგამოწურული ზეთი. სხვათა შორის, ეს ზეთი უებარია კანის შეუხორცებელი ჭრილობების და დამწვრობის სამკურნალოდაც.
- ფოთლების ნახარში რგებს კუჭის აშლილობას: 1ს/კ გამხმარი, დაქუცმაცებული ფოთოლი ჩაყარეთ 1ჩ/ჭ წყალში და ადუღეთ 15 წთ. ნაყენი შეგიძლიათ დალიოთ ჩაის მაგივრად, 3-ჯერ დღეში.
- კაკლის წენგო ძალიან ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა მრავალი დაავადების დროს. მისი სპირტიანი ნაყენი გამოყენება კუჭის აშლილობის, ნაღვლის ბუშტის გარიზიანების ან ანთების,ჩიყვის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
- უმწიფარი ნაყოფის წენგო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, ფენა -ფენა მოაყარეთ შაქარი და დაასხით არაყი ისე, რომ კარგად ფარავდეს. დადგით ბნელ ადგილას 10 დღე. შემდეგშიც ბნელ ადგილას შეინახეთ. მიიღეთ საჭიროებისას თითო სუფრის კოვზი ნაყენი. შეგიძლიათ მხოლოდ წვენი მიიღოთ, შეგიძლიათ გატარებული წენგოც მიირთვათ.
- ნედლი კაკლის ნაჭუჭი გაახმეთ, დაფქვით და დაიყარეთ მცირე ზომის ჭრილობაზე. მაშინვე შეგიხორცდებათ. დაფქული ნაჭუჭი სწრაფად აჩერებს სისხლდენას ცხვირიდან-იგი უნდა შეისუნთქოთ სისხლდენის დროს.