ეს ბუნებრივი საშუალება, სწრაფ და დადებით ეფექტს იძლევა დიარეის დროს! განსაკუთრებით ბავშვებში.

ეს ბუნებრივი საშუალება, სწრაფ და დადებით ეფექტს იძლევა დიარეის დროს! განსაკუთრებით ბავშვებში.
ბავშვებს ხშირად ეშლებათ ხოლმე კუჭი. არ მიყვარს ქიმიური წამლების გამოყენება ( მით უმეტეს პატარებისათვის ). ერთმა ნაცნობმა მასწავლა ბუნებრივი საშუალება, რომელიც მას შემდეგ ყოველთვის მაქვს და ვიყენებ არა მხოლოდ შვილებისათვის, არამედ ახლობლებისა და მეზობლებისთვისაც. ყველა კმაყოფილი რჩება, რადგან მისი ეფექტი ძალიან სწრაფი და ყოველთვის დადებითია:

მომზადების და გამოყენების წესი:
ჭყინტი, მწვანე კაკალი უნდა დაჭრათ ქერქიანად და დაასხათ არაყი 3:1. დადგით 10 დღე ბნელ ადგილას და ნაყენიც მზადაა. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 2 - ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი:
კაკლის ნაყოფი უნიკალური შემადგენლობითა და მრავალფეროვანი სამედიცინო მოქმედებით ხასიათდება. იგი მდიდარია მრავალგვარი მიკროელემენტებით, ბიოაქტიური ნივთიერებებით, ფარმაკოპეაში კაკლის თვისებები ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ხალხურ მედიცინაში მას " სიცოცხლის ხედ" მოიხსენიებენ და მრავალი დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული რეცეპტი სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მედიცინის წყაროებში გვხვდება, რაც რეცეპტის მაღალ რეიტინგზე და მის უდავო ეფექტიანობაზე მეტყველებს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი