თეთრი შოკოლადის უნაზესი მუსი
fpaparazzi გირჩევთ, ეს დახვეწილი დესერტი მიირთვათ კონიაკთან და ყავასთან ერთად. მეტი არომატისთვის კი შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა კენკრა.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- თეთრი შოკოლადი, დაჭრილი (გახეხილი) 2 ჭიქა
- ვანილის შაქარი 1 ჩ.კ
- შაქრის პუდრა 1/3 ჭიქა
- ნაღები მაღალპროცენტიანი 2 ჭიქა
- რომი ან კონიაკი 1 ს.კ
- შავი შოკოლადი მოსართავად
მომზადების წესი:
- ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გავადნოთ თეთრი შოკოლადი და შევაგრილოთ.
- ნაღები გავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად და შევურიოთ ნელ-თბილი თეთრი შოკოლადი.
- დავუმატოთ ასევე კონიაკი ან რომი, მოვათავსოთ სასურველ ფორმებში და 3 საათით შევდგათ მაცივარში.
- გაცივებული დესერტი მოვრთოთ შავი შოკოლადით და ისე მივირთვათ.
- რჩევა: ნაღებთან არევისას შოკოლადი უნდა იყოს დამდნარი, მაგრამ არა ცხელი.
გემრიელად მიირთვით!