შოკოლადის ჩიზქეიქი
fpaparazzi დღეს დესერტად შოკოლადის ჩიზქეიქს გთავაზობთ. გაინებივრეთ თავი ამ შესანიშნავი დესერტით.
საჭირო მასალა:
გულსართისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქარხნული ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") 100 გ
- დაფქული ნუში 90 გ
- კაკაო 1 ს.კ
- დარბილებული კარაქი 100 გ
გულსართისთვის:
- კრემ-ყველი 250 გ
- ნაღები 32% -36% 200 მლ
- შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) 250 გ
- შოკოლადის ან სხვა შესაფერისი ლიქიორი 3 ს.კ
- კაკაო 2 ს.კ
- შაქრის პუდრა 2 ს.კ
მომზადების წესი:
- ბისკვიტისთვის: დავფხვნათ ნამცხვარი, შევურიოთ ნუში და კაკაო. ავურიოთ დარბილებულ კარაქში და ჩავტკეპნოთ ფორმაში. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე 15 წუთი.
- გულსართისთვის: ოთახის ტემპერატურის კრემ-ყველი შაქრის პუდრთან ერთად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, რომელსაც კაკაოს დავამატებთ.
- შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე და შევაგრილოთ. შევურიოთ ერთმანეთს ნაღები და კრემ-ყველი, შემდეგ შოკოლადი. დავამატოთ ლიქიორი.
- გადავიტანოთ ეს კრემი ფორმაში, სადაც გამოვაცხვეთ ბისკვიტი და მთელი ღამით მაცივარში შევდგათ.
- ზემოდან მოვრთოთ კაკაოთი და შოკოლადის ნატეხებით.
გემრიელად მიირთვით!