როგორ გავუმკლავდეთ მარტივად ნებისმიერ ავადმყოფობას!
დაავადება რომ დაამარცხოთ, უნდა გჯეროდეთ გამარჯვების, საკუთარ თავში ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საჭირო ძალები უნდა მონახოთ.
თითოეული ადამიანი უნდა ფიქრობდეს გამოჯანმრთელებაზე. უნდა სჯეროდეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ყველა წამალი თუ უბრალო წყალიც კი გამოჯანმრთელების რწმენით უნდა მიიღოთ. ასეთი რწმენით მიღებული ერთი წვეთი რძეც კი თქვენი ორგანიზმისთვის ახალგაზრდული ენერგიისა და ჯანმრთელობის მომტანი იქნება ( სხვათა შორის, თუ უზმოზე მიირთმევთ 1/2 ჭ თხის რძეს, 3 ცალ ჭერმის ჩირთან ერთად, პანკრეატიტისგან განიკურნებით ).
დიდი ხნით ნუ გაჩერდებით ჩახუთულ შენობაში. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში -ტყეში ბევრი სუფთა ჰაერია , მასთან ერთად კი სიმხნევეს, სიჯანსაღეს შეისუნთქავთ, ავადმყოფობას და სისუსტეს კი მოიშორებთ. უმცირესი წარმატებისთვისაც კი მადლობა შესწირეთ უფალს. გამუდმებით უნდა ჩააგონოთ საკუთარ თავს , რომ ბედნიერი ხართ და მადლიერი იმისთვის რაც გაქვთ.
ახლა კი მინდა, გასწავლოთ ერთი რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
აიღეთ 30 გრ ასკილის ნაყოფი, 30 გრ მოცხარის ფოთლები, 10 გრ ვალერიანის ძირები, 20 გრ მაყვლის ფოთლები, შეურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1ს/კ-ს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ, ჩაასხით მუქ ჭურჭელში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას. სვით თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
ისწავლეთ სიმშვიდე და ზომიერება ყველაფერში... ასე ადვილად დაიბრუნებთ ჯანმრთელობას.
ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებული ზოგადი ეკომენდაციები ფსიქოსომატური თეორიის საფუძველს წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილება მის სულიერ პრობლემებთან მიდრო კავშირშია და თუ ერთდროულად არ მოწესრიგდება ფიზიკური და სულიერი პრობლემები, მყარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.
რაც შეეხება ჯანრთელობის ელექსირის რეცეპტს, მასში შემავალი კომპონენტები ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, დამამშვიდებელი, ვიტამინიზებული სასუალებები. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ C ვიტამინს, რომელიც მართლაც სასიცოცხლო ძალების წყაროს წარმოადგენს.

- 30 გრ ასკილი
- 30 გრ მოცხარის ფოთლები
- 10 გრ ვალერიანის ძირები
- 20 გრ მაყვლის ფოთლები