ყველაზე მარტივი და გემრიელი "ბუჟენინა"

ყველაზე მარტივი და გემრიელი "ბუჟენინა"
თუკი სლავურ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას და გიყვართ ხორცეული, fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად მოამზადოთ ამ რეცეპტით "ბუჟენინა". არ ინანებთ!
საჭირო მასალა:
  • ღორის რბილი ხორცი 700გ - 1 კგ
  • ნიორი
  • მარილი და პილპილი
  • დაფნის ფოთოლი

მომზადება:
  1. ხორცი გავრეცხოთ და გავამშრალოთ, ნიორი ფირფიტებად დავჭრათ.
  2. ხორცს გავუკეთოთ ღრმა ჭრილები, შიგნით მარილის და პილპილის ნარევი ამოვუსვათ, შემდეგ კი ნივრის ნაჭრები ჩავალაგოთ.
  3. შემდეგ მოვამზადოთ არომატული ნარევი: დაფნის ფოთოლი დავფშვნიტოთ, დარჩენილი ნიორი დავნაყოთ, დავამატოთ ამ ყველაფერს მარილი და პილპილი.
  4. ეს ნარევი წავუსვათ გარედან ხორცს, გავახვიოთ ფოლგაში და 180 გრადუსზე 1-1.5 საათი ვწვათ.
  5. მზა ხორცი ფოლგაშივე გავაციოთ. დავჭრათ თხლად და ცივად მივიტანოთ სუფრასთან