ფრანგული კრემი შარლოტი ნებისმიერ ნამცხვრისთვის თუ ტორტისთვის
fpaparazzi გთავაზობთ კარაქისგან და რძისგან მომზადებულ უნაზესი კრემის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი ნამცხვრისთვის გამოგადგებათ. მეტი არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ კაკაო და.
რჩევა: ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
რჩევა: ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის
საჭირო მასალა:
- კარაქი – 200 გ
- კვერცხი – 2 ცალი
- შაქარი – 4 სუფრის კოვზი
- რძე – 100 მლ
- ვანილი – გემოვნებით
- კონიაკი ან რომი – სურვილისამებრ
მომზადების წესი:
- ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ასევე ვანილი. დაუმატეთ რძე და კარგად აურიეთ.
- მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე, თან გამუდმებით ურიეთ, სანამ არ გასქელდება. არ ხარშოთ და არ აადუღოთ!!! გააცივეთ.
- დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
- ისე რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, კარაქს დაუმატეთ კვერცხისა და რძის მასა. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ბოლოს დაუმატეთ კონიაკი ან რომი სურვილისამებრ. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა.
- კრემი შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ან შეინახოთ მაცივარში, დახურულ ჭურჭელში, ოღონდ არა უმეტეს 3-4 დღისა.