გაიგეთ, როგორ უნდა უშველოთ სოკოს!
თუ ზამთარშიც კი ფეხები ხშირად გიოფლიანდებათ და ძლიერ გექავებათ, ფეხის თითები თითქოს ჭკნობას იწყებენ, უნდა იფიქროთ, რომ თქვენ სოკო გაქვთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე შემდეგი რეცეპტიდან:
- აიღეთ 100 მლ სამედიცინო, 90 გრადუსიანი სპირტი და 1 გრამი გლიცერინი, აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ფეხების თითებში.
- ერთი მუჭა ( 100 გრ ) კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ ადუღებულ წყალში და როდესაც შეგრილდება გაიკეთეთ ფეხის აბაზანა, ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს. ფეხი არ შეიმშრალოთ. აცადეთ თვითონვე გაშრეს.
- პიტნა დააქუცმაცეთ , შეურიეთ ცოტა სუფრის მარილი, დაიდეთ ფეხის თითებს შორის და 1 საათი გააჩერეთ.
- კარგად დაიბანეთ ტერფები და ჩაყავით კონცენტრირებულ ღვინის ძმარში.
- რომ გამოირიცხოს მეორადი ტანსაცმლიდან თუ ფეხსაცმელიდან სოკოს და სხვა ინფექციათა გადადება, აუცილებლად უნდა მოხდეს მათი დეზინფექცია. ფეხსაცმელში უნდა ჩავასხათ თითო ჩ/კ ნიშადურის სპირტი და 24 საათის განმავლობაში ცელოფნით ჰერმენტულად უნდა შევფუთოთ. ტანსაცმელი კი დიდხანს ვავლოთ გამდინარე წყალში და შემდეგ ასევე დიდხანს გავფინოთ მზეზე.