მოვლილი ფრჩხილები თქვენი ქალურობის მთავარი შტრიხია!
უნდა ავღნიშნოთ, რომ ფრჩხილებს თავისებური მოვლა სჭირდება. ნორმალური, საღი ფრჩხილი უნდა იყოს კრიალა, ოდნავ მბზინავი, ნაზი ვარდისფერი. ფრჩხილის ფორმა და მგომარეობა, გარკვეულ წილად ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას. თუ თხელი ფრჩხილები გაქვთ და თანაც ადვილად გემტვრევათ ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენი ორგანიზმი განიცდის A, C, B და B1 ვიტამინების, აგეთვე რკინის ფოსფორისა და კალციუმის ნაკლებობას. ფრჩხილებს კარგად ამაგრებს ჟელატინი. ჟელატინი შეიცავს ფრჩხილების საკვებად ყველა ელემენტს. დადგენილია, რომ ყოველდღიურად 10 გრ ჟელატინის მიღების გზით, ფრჩხილები ძალიან კარგად მაგრდება. ჟელატინი შეგვიძლია მივიღოთ სადილობისას წვნიანთან ერთად, რძესთან ან ხილის წვენებთან ერთად.
საყოფაცხოვრებო ქიმიის ზემოქმედების შედეგად ფრჩხილები კარგავენ ელვარებას, თხელდებიან და ადვილად იმტვრევიან.ფრჩხილებს განსაკუთრებით ტუტები აშრობენ.
ფრჩხილების შემადგენლობაში, მარტო მყარი ნივთიერებები არ შედის, ისინი 10-12% წყალსაც შეიცავს. აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების დროს, რეკომენდირებულია რეზინის ხელთათმანის ხმარება.
ამავე მიზეზით ფრჩხილებიდან ლაქის მოცილება ტექნიკური აცეტონით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამისათვის უნდა იხმაროთ სპეციალურად ფრჩხილებიდან ლაქის მოსაცილებლად განკუთვნილი სითხე. აღნიშნული სითხის შემადგენლობაში ცხიმოვანი კომპონენტების შედის.
ხშირად ფრჩხილის მყესები ზიანდება მანიკურის გაკეთების დროსაც. დაზიანებული ადგილი მაშინვე იოდით უნდა დაიმუშაოთ. თუ ჭრილობა ღრმა არის ღამით დაიდეთ სინტომიცინის მალამო, დილით დოლბანდი მოიხსენით და ისევ გადაისვით იოდი. გარდა ამისა აფთიაქებში იყიდება მადენზიფიცირებული სამედიცინო წებო, რომლითაც შეგიძლიათ დაიმუშაოთ ჭრილობა.
კიდევ ერთხელ ფრჩხილების ფერის შესახებ:

- როგორც უკვე ავღნიშნეთ ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ვარდისფერია ( პირისფერი )
- თუ ადგილი აქვს ღვიძლის პათოლოგიას, ფრჩხილს მოყვითალო ფერი აქვს.
- გულის თანდაყოლილი დაავადების დროს, ფრჩხილს ცისფერი ან იისფერი გადაკრავს.
- ფრჩხილზე არსებული თეთრი ლაქები შეიძლება მიუთითებდეს, ნერვული სისტემის მოშლილობაზე.
- მოუარეთ ხელებს, თორემ ისინი ყველაზე უფრო უდროო დროს გასცემენ თვენს საიდუმლოს.