ხალხური რეცეპტები ტუბერკულოზის სამკურნალოდ

ხალხური რეცეპტები  ტუბერკულოზის სამკურნალოდ
ტუბერკულოზი - ქრონიკული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა ორგანოებში, განსაკუთრებით ფილტვებში სპეციფიკური ანთებითი ცვლილებების განვითარებით. ტუბერკულოზი მემკვიდრეობით არ გადადის - ტუბერკულოზური ცვლილებები შეიძლება განვითარდეს მკერდში, პლევრაში, ნაწლავებში, თირკმელებში, ყელში, ძვალში და ა.შ. თითოეულ დაზიანებულ ადგილას ირღვევა სისხლის მიმოქცევა და სისხლის შემადგენლობაც. ტუბერკულოზი განკურნებადია, გარდა შორსწასული ფორმებისა. ტუბერკულოზის სამკურნალოდ სასარგებლოა სხეულის დაზელვა წყლით, სველ ბალახზე ან ქვებზე ფეხშიშველი სიარული. ავადმყოფისთვის საუკეთესო საკვებს წარმოადგენს - რძე, თეთრი პური, გამამაგრებელი სუფი, ხორბლის ფაფა, ატრია, შეიძლება შემწვარი ხორცის ჭამა, მაგრამ უნდა მოერიდოთ მარილიან საკვებს. მოხარშული სტაფილო ითვლება ჯანმრთელ საკვებად გამხდრებისათვის, ავადმყოფებისთვის რომელთაც აწუხებს ქოშინი, ხველა, ფილტვის ტუბერკულოზი, შეკრულობა, ჰემოროი. საუკეთესო სასმელია - სუფთა წყალი.

რეცეპტები:
  • "სიცოცხლის ელექსირი" - ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება რომელიც ზრდის ტონუსს და აძლიერებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს. 1ჭ სტაფილოს, 1ჭ ჭარხლის, 1ჭ პირშუშხას წვენი (გახეხეთ 1 ჭ პირშუშხას ფესვები, დაასხით 200 მლ არაყი, დადგით 1 დღე - ღამე, გამოწურეთ წვენი) ყველაფერს ერთად შეურიეთ 2 ჭიქა ნიგოზი და ქიშმიში (ხოცსაკეპ მანქანაში გატარებული) დაუმატეთ 1ჭ თაფლი 2 ც წვრილად დაჭრილი ლიმონი. აურიეთ კარგად, დაახურეთ მჭიდროდ სახურავი, შეინახეთ მაცივარში. პირველ დღეებში მიიღება 1ჩ/კ შემდეგ კი 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ - ით ადრე, ან ჭამიდან 2 სთ -ის შემდეგ. მკურნალობის კურსი შეიძლება განმეორდეს. ეს საშუალება გამოიყენება როგორც ტუბერკულოზის სამკურნალოდ, ასევე დასუსტებულ ავადმყოფებში, ახდენს ათეროსკლეროზისა და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას.

  • აიღეთ 4 ს/კ დაქუცმაცებული მარმუჭი, დაასხით 1/2 ლ მდუღარე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. ეს საშუალება ასევე გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.

  • 60 გრ სიმინდის ულვაშს შეურიეთ 60 გრ შაქარყინული დაასხით 1 ჭ მდუღარე, გააჩერეთ 30 წთ. მიიღება ჩაის მაგივრად მკურნალობის კურსი 10 დღე, 10 დღის შესვენების შემდეგ შეიძლება გამეორება. წლის განმავლობაში უნდა ჩატარდეს 6 კურსი.

  • აიღეთ 280 გრ ცაცხვის თაფლი, 3/4 ჭ კონიაკი, 10 ც ლიმონი, 6 ც კვერცხი. კვერცხი ნაჭუჭიანად და ლიმონი მოათავსეთ ჭურჭელში, ზემოდან გადააფარეთ ჯერ დოლბანდი, შემდეგ შავი ქაღალდი. მშრალ და ბნელ ადგილას. გააჩერეთ 6 - 7 დღე, სანამ ნაჭუჭი არ გაიხსნება, დაამატეთ თხევადი თაფლი. ჩაასხით კონიაკი. წამალი ინახება მუქ ბოთლში მშრალ და ცივ ადგილას. მიიღება 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ასეთი ნარევი უნდა მომზადდეს 2- 3 კვირაში ერთხელ, რადგან ის მალე ფუჭდება.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი