როგორ განიცდიან ტკივილსა და ტანჯვას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

როგორ განიცდიან ტკივილსა და ტანჯვას ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ყველა ერთნაირადაა ბედნიერი, ტკივილი კი ყველას თავისებურად გადააქვს. გაიგეთ, თუ როგორ უმკლავდებიან განცდებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები.

ვერძი
ვერძი ჩუმად იტანჯება, არა იმიტომ, რომ რამის ეშინია, არამედ, ფიქრობს, რომ მისი დახმარება არავის შეუძლია. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ვერძებისა და გარშემომყოფებს შორის გაუგებრობა.

კურო
კუროს ტანჯვა სამყაროსთვის დამანგრეველია. ვერსად დაემალებით ამ ბობოქარ გრიგალს. მას მერე, რაც ირგვლივ ყველაფერს მოსპობს, ვერძი წარმოსთქვამს: ”ღმერთო, რისი გულისათვის!”.

ტყუპები
ტყუპებისთვის აუცილებელია, ვინმეს გადაუშალოს გული და გაუზიაროს ტკივილი, ამიტომ, თუ ჰკითხვათ მას, რა სჭირს, მოემზადეთ ტყუპების დაბადებიდან დაწყებული მისი ცხოვრების ისტორიის მოსასმენად.

კირჩხიბი
კირჩხიბის ტანჯვა სულიერებითაა გაჯერებული. არაა აუცილებელი, ალკოჰოლში ჩახრჩობა, მისი ერთი ამოოხრებაც ყველაფერზე მეტყველებს. ახალგაზრდა კირჩხიბებს მოსწონთ ლექსები სიკვდილზე და ტკივილზე.

ლომი
ლომი ყველა ნაცნობს მოუყრის თავს, მოუყვება სევდიან ისტორიას იმაზე, თუ როგორ მიაყენეს ტკივილი, ამის შემდეგ, ლომის მაწყენარს ყველა პირად მტრად მიიჩნევს. ლომს ისღა დარჩენია, უბრძანოს, რომ გაუსწორდნენ არამზადას.

ქალწული
ქალწულისთვის ტანჯვა ერთგვარი ბიძგია, რათა წინ წაიწიოს. ემოციური შოკი მას ძალას აძლევს, განავითაროს საკუთარი თავი და განახორციელოს ძველი ოცნებები.

სასწორი
სასწორმა უპირველეს ყოვლისა, შინაგანი წონასწორობა უნდა აღიდგინოს, ეს კი ტკივილის სიმძიმეზე და ფინანსებზეა დამოკიდებული: ჩვეულებრივი გასეირნებიდან დიდ მოგზაურობამდე. შორიდან სასწორი მშვიდი ჩანს, მაგრამ ეს მას ტიტანური ძალისხმევის ფასად უჯდება.

მორიელი

ტანჯვა მორიელისთვის არ არის. მას შეუძლია, ძალიან გაბრაზდეს, მაგრამ ტკივილს არ განიცდის. სხვა ვარიანტი არ არსებობს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი დიდ ხანს აგროვებს სატანჯველ მიზეზებს, მერე კი ერთბაშად ამოაფრქვევს ემოციებს. მაგრამ ეს ტანჯვა ცრემლებით არ გამოიხატება - მაწყენარი აუცილებლად აგებს პასუხს, რის მერეც მშვილდოსანი უწინდებურ ცხოვრებას უბრუნდება.

თხის რქა
თხის რქა ვაჯკაცურად იღებს ნებისმიერ დარტყმას. მისი ერთადერთი საყრდენი ამ სიტუაციაში გახლავთ იმედი, რომ ყველაფერი მალე დასრულდება და ახალი ცხოვრება დაიწყება.

მერწყული
არავინ არის ღირსი გაიგოს, თუ რატომ იტანჯება მერწყული. ამ ნიშნის ქედმაღალი წარმომადგენელი არავის მისცემს რაიმეს გამოთქმის საშუალებას. ამასთან, მისი იერსახე თითქოს ყბირის: ”გამომიძახეთ სასწრაფო!”.

თევზები
თევზები კი საკუთარი ტანჯვით ტკბებიან. საპირისპიროს კი ამტკიცებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. წყენის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს, ამ ნიშნის წარმომადგენლები კი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.