როგორ იტანჯებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენელი გოგონები

როგორ იტანჯებიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების წარმომადგენელი გოგონები
როგორ განიცდიან ტანჯვას გოგონები - შეიტყვეთ ჩვენი სტატიიდან.

ვერძი
გოგონა-ვერძები საკუთარ თავში იკეტებიან, ტანჯვას იღებენ, როგორც გამოწვევას და ამ მომენტში მათში სასიკვდილო შეტაკება ხდება. არც კი გაბედოთ, ამ მომენტში მისი შეწუხება, მითუმეტეს, ნუგეში, აუცილებლად ინანებთ - თქვენგან ფერფლიც კი არ დარჩება.

კურო
გოგონა-კუროები მასშტაბურად იტანჯებიან. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თავს ცუდად გრძნობენ. ამიტომ, პირველ რიგში სოციალურ ქსელში უზარმაზარ სტატუსს გამოაცხობს და ჩამოთვლის ყველა თავის გასაჭირს. ამის შემდეგ, გასაჭირი და ტანჯვა დანარჩენებისთვის დაიწყება, რადგან, თუ ვინმემ ჰკითხა, თუ რა სჭირს და ეცდება დაეხმაროს, პასუხად მიიღებს: ”ვინ გეკითხება საერთოდ, რატომ ერევი ჩემს საქმეებში?”. და თუ უკომენტაროდ დატოვეთ, კიდევ უარესი - შავ სიაში შეგიტანენ.

ტყუპები
გოგონა ტყუპები მრავალფარდოვნად და უცენზუროდ იტანჯებიან. უფრო სწორედ, კი არ იტანჯებიან - ეს მათი ცხოვრების სტილია. გამუდმებით აწარმოებენ დიალოგს შინაგან ”მე”-სთან, და ტანჯვა ამ სახით არ იცვლება. ამის შემდეგ, დიალოგი მონოლოგის სახეს იღებს და მათთვის სულერთია, ვინ იქნება მსმენელი, საუკეთესო მეგობარი თუ შემთხვევითი გამვლელი.

კირჩხიბი
გოგონა-კირჩხიბები ჩუმად იტანჯებიან. ისე, რომ ვერავინ მიხვდეს. სააბაზანოში ქვითინებენ, დასიებული თვალებით დადიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გასთქვამენ, თუ რა ხდება. იმიტომ რომ თუ დაიწყეს მოყოლა, შინაგანი აპოკალიპტიკური კინოს გაწყვეტა მოუწევთ. დიახ, კირჩხიბი საკუთარ თავს ბლოკბასტერს უჩვენებს იმაზე, რომ ყველა მოკვდება, მათ შორის თვითონაც. და არავინ მოვა სამყაროს გადასარჩენად, რადგან ისთავადვე გამოასწორებს ყველაფერს.

ლომი
ლომებს უბრალოდ არ შეუძლიათ, თავს ტანჯვის უფლება მისცენ. ყანჯვა - უბრალო მოკვდავისთვისაა, ის კი დედოფალია. მაგრამ, რადგან ლომი მაინც ცოცხალი ადამიანია, ტანჯვა უწევს. მაგრამ რა ლამაზად გამოსდის ეს! მთავარია, განტევების ვაცი იპოვოს და მას დააბრალოს ყველა თავისი უბედურება.

ქალწული

ქალწული ბუსავით იტანჯება. იბერება და თვალებს აფახუნებს. თანაც, გაუგებარია, ამჟამად იტანჯება თუ სულ ასეთია. რას გაუგებ ამ უცნაურ ფრინველს!სინამდვილეში, ქალწული მუდამ იტანჯება. სამყაროს არასრულყოფილება გულს უკოდავს მას.

სასწორი

გოგონა-სასწორი გემოვნებიანად იტანჯება. ბუნებით ფატალისტია, არ შეუძლია მშვიდად ცხოვრება, აბალანსებს სიკეთესა და ბოროტებას. ტანჯვა - ბოროტებაა, ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ასიამოვნოს თავს. მაგალითად, გემრიელად ივახშმოს, ან მეგობრებთან ერთად დალიოს, ან საჩუქარი გაუკეთოს საკუთარ თავს. ამიტომ, როდესაც ახლობლები მის სანუგეშებლად მოდიან, აღმოაჩენენ, რომ სასწორი სადღაც მალდივებზე გაფრინდა უკვე.

მორიელი
მორიელები პრინციპში არასოდეს იტანჯებიან. იმიტომ რომ არ არსებობს სამყაროში ისეთი ძალა, რომელიც აიძულებს მას სერიოზულად დაიტანჯოს. და ამაშია მთელი პრობლემა. რადგან მორიელები ცოცხალი ადამიანები არიან და გარესამყაროზე რეაგირების არმოხდენაც არ ვარგა. ტანჯვის ნაცვლად მორიელი ირგვლივ ყველაფერს ანგრევს. გვერწმუნეთ, არაფერია ცეცხლისმფრქვეველ მორიელზე უარესი.

მშვილდოსანი
გოგონა-მშვილდოსნები მუხანათურად იტანჯებიან. არ გჯერათ? ეს სიმართლეა! თუ სხვა შემთხვევაში მშვილდოსანი თავად კეთილშობილება და სათნოებაა, ტანჯვის დროს ის კონტროლს კარგავს. იხმობს ყველა დაქალს, დაპირდება გემრიელ კოქტეილს და მხიარულებას. მხიარულება კი იქ იწყება, როდესაც მშვილდოსანი მოთქმას დაიწყებს. მეგობრებმა კი არამხოლოდ უნდა მოუსმინონ, არამედ გააანალიზონ სიტუაცია. ეს მხიარულება შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, სანამ ყველა უსულოდ არ დაეცემა ბრძოლის ველზე.

თხის რქა
თხის რქა შეგუებულად და საქმიანად იტანჯება. ის არასოდეს იფიქრებს: ”ღმერთო, რისი გულისათვის!”, არამედ, აწონ-დაწონის, თუ რა სარგებელის გამოტანა შეიძლება აქედან. და წარმოიდგინეთ, გამოიტანს კიდეც.

მერწყული
გოგონა-მერწყულები ტანჯვას ვერ იტანენ. უმჯობესია, მოკვდნენ, ვიდრე იტანჯონ. და სწორედ ასეც იქცევიან - საბოლოოდ მწუხარედ გადახედავენ სამყაროს და მიესვენებიან სავარძელში, სასიკვდილოდ გამზადებულები. ამას კი ვერავინ შეამჩნევს, რადგან მათ იციან, რომ მშვიდად სიკვდილის საშუალებასაც არავინ მისცემს, ვიღაც აუცილებლად დაგადგება თავზე სულელური შეკითხვებით.

თევზები
გოგონა-თევზები ხატოვნად იტანჯებიან. აი ის, წამებული თევზი, რომელიც წყალში ხტება, რადგან ამდენ ტანჯვას ვერ უძლებს. მთავარია, წყლის პირას ვინმე ქალწულის მაგვარი არ აღმოჩნდეს, რომელიც ეტყვის: ”რას იკლავ თავს? ხომ არ გაგიჟდი?”. არა, უმჯობესია ვინმე ისეთი აღმოჩნდეს, ვინც მის ფაქის სულს ჩაწვდება და დაინახავს, თუ როგორ ღრმად განიცდის იგი.