როგორ განიცდიან ზოდიაქოს ნიშნის სხვადასხვა წარმომადგენლები

როგორ განიცდიან ზოდიაქოს ნიშნის სხვადასხვა წარმომადგენლები
განცდა ადამიანის ნამდვილ არსს უჩვენებს. გაიგეთ, თუ როგორ განიცდის ზოდიაქოს თითოეული ნიშანი.

ვერძი
ვერძი მიჩვეულია ჩუმად განცდას, მაგრამ არა იმიტომ, რომ რამის ეშინია, არამედ თვლის, რომ მისი დახმარება არავის შეუძლია და არ ღირს ვინმესთან გაზიარება.

კურო
კუროს განცდას დამანგრეველი ეფექტი აქვს. ვერსად დაემალებით ამ სტიქიას. მას მერე, რაც სიტუაცია მიწყნარდება, კურო წარმოთქვამს რიტორიკულ ფრაზას: ”ღმერთო, რისი გულისათვის?”.

ტყუპები
ტყუპებისთვის აუცილებელია, გაუზიაროს თავისი განცდები ვინმეს, ასე რომ, თუ გარისკავთ და ჰკითხავთ მოწყენილობის მიზეზს, მოემზადეთ ისტორიის გაკვეთილისათვის ტყუპების დაბადებიდან დღემდე.

კირჩხიბი
კირჩხიბის ტანჯვა მაღალი მატერიებითაა გაჯერებული. არ არის აუცილებელი, ალკოჰოლში ჩახრჩობა, ის უბრალოდ ცაში აღაპყრობს თვალებს და ღრმად ამოიოხრავს. ამასთან, წაიკითხავს წიგნს თვითგანვითარებაზე.

ლომი
ლომი ყველა ნაცნობს თავს მოუყრის და მოუყვება, რა წარმოუდგენელი ტკივილი მიაყენეს. რამდენიმე წუთში, მის მაწყენარს ყველა პირად მტრად მიიჩნევს. მეფეს კი ისღა დარჩენია, გასცეს მისი განადგურების ბრძანება.

ქალწული
ქალწულისთვის განცდები ერთგვარ ბიძგს წარმოადგენს, რომელიც წინსვლის საშუალებას აძლევს. ის თვითგანვითარებას მიჰყოფს ხელს, ან აისრულებს ძველ ოცნებას.

სასწორი
პირველ რიგში, სასწორმა შინაგანი წონასწორობა უნდა შეინარჩუნოს, და როგორ მიაღწევს ამას, დამოკიდებულია და ტკივილის სიდიდეზე ფინანსურ მხარეზე: უბრალო გასერინებით დაწყებული, გრანდიოზული მოგზაურობით დამთავრებული.

მორიელი
არ შეუძლია ზოდიაქოს ამ ნიშანს ტანჯვა, როგორც არ უნდა ეცადოს. მორიელი შეიძლება გაბრაზდეს, გამოვიდეს წყობილებიდან, მაგრამ განცდა მისთვის ნაცნობი არაა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს უყვარს ტანჯვის მიზეზების დაგროვება, შემდეგ კი ერთჯერადად ემოციების ამოფრქვევა. მაგრამ ეს განცდები ტირილითა და დეპრესიით არ გამოიხატება, მაწყენარი აუცილებლად აგებს პასუხს თავის საქციელზე, რის მერეც მშვილდსანი მშვიდად დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.

თხის რქა
არც ერთი ნაბიჯი უკან, თხის რქა მედგრად იღებს ნებისმიერ განსაცდელს აწეული თავით. მისთვის მთავარი საყრდენი გახლავთ იმედი იმისა, რომ მალე ეს ტანჯვა დასრულდება და კვლავ გამოანათებს მზე.

მერწყული
არცერთ უბრალო მოკვდავს არ ძალუძს ჩაწვდეს, თუ რაოდენ დიდია მერწყულის ტკივილი, რომელიც მას შინაგანად ღრღნის. ქედმაღალი მერწყული უბრალოდ არ აძლევს საკუთარ თავს საშუალებას, გამოთქვას ვინმესთან საკუთარ გრძნობებზე. ამასთან, მისი გარეგანი იერი თითქოსდა ყვირის: ”გამომიძახეთ სასწრაფო!”.

თევზები
თევზები კი საკუთარი ტანჯვით ტკბებიან. თუმცა, ცდილობენ საპირისპირო დაამტკიცონ, მაგრამ ეს ტყუილია. წყენის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს, და ამ ნიშნის წარმომადგენლები შანსს ხელიდან არ უშვებენ.