დეტოქს-აბაზანა სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის.

დეტოქს-აბაზანა სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის.
რასთან ასოცირდება თქვენთვის დეტოქსიკაცია? სავარაუდოდ თქვენ მკაცრ დიეტაზე ფიქრობთ ან განსაკუთრებული ვარჯიშებზე.. თუმცა არსებობს მეტად სასიამოვნო მეთოდიც, ორგანიზმის ტოქსინებისგან გასაწმენდად. საქმე ჯადოსნურ დეტოქს-აბაზანას ეხება, რომლის შესახებაც fpaparazzi ამ სტატიაში მოგითხრობთ.

დეტოქს-აბაზანა ეს არის სპა-სალონების შესანიშნავი ალტერნატივა სახლის პირობებში, ის განკუთვნილია მათვის ვისაც მაქსიმალური განტვირთვა ესაჭიროება! საქმე იმაშია, რო ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე ხდება. ერთდოულად სხეული საჭირო მინერალებს და საკვებ ნივთიერებებს ღებულობს, იმ დანამატებისგან რასაც ჩვენ აბაზანას ვუმატებთ. მისი მეშვეობით ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება, გაუმჯობესდება საჭმლის მონელება და საერთოდ აღდგენას ახერხებს სხეულის მთელი ენერგეტიკული დონე..

მოსადუნებელი დეტოქს-აბაზანის მომზადების მრავალი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი დაფუძნებულია საერთო წესებზე. მათი ცოდნის შემთხვევაში კი თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტების ჩატარება, დაუმატოთ წყალს ესა თუ ის ინგრედიენტები.

მაშ ასე, როგორ მივიღოთ დეტოქს-აბაზანა სწორედ?

  • პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ დეტოქს-აბაზანა რომელიც ზღვის მარილზეა დაფუძნებული შეგიძლიათ მიიღოთ თუნდაც ყოველ მეორე დღეს. თუკი თქვენ მას სოდას ან ეთერზეთს დაუმატებთ, მაშინ პროცედურის გამეორება შეიძლება მხოლოდ კვირაში ერთხელ.
  • დეტოქს-აბაზანის მიღება არარის მიზანშეწონილი მიიღოთ 15-20 წუთზე მეტხანს. ხშირად წერენ, რომ ოფტიმალური დრო ამ პროცედურისთვის 30-40 წუთია. თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ეს თქვენ ზიანს არ მოგაყენებთ შეგიძლიათ გაატაროთ აბაზანაში 20 წუთზე მეტი დროც.
  • წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36 °С - მარილიანი აბაზანის შემთხვევაში და 40 °С ეთერზეთიანი აბაზანის შემთხვევაში.
  • ახლა კი გადავიდეთ თავად პროცესზე! თავდაპირველად უნდა მივიღოთ შხაპი ჩვეულებრივი გელით, უკეთესი იქნება თუ სხეულს სკრაბით დაიმუშავებთ.
  • მანამ სანამ წყალი გროვდება დაამატეთ მასში ერთი ჭიქა ზღვის მარილი. ეს დეტოქს-აბაზანის ყველაზე მარტივი რეცეპტია.
  • ზღვის მარილის გარდა რეკომენდირებულია დავუმატოთ ერთი ჭიქა სოდა, ასევე რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი. აქ უკვე არჩევანი თქვენზეა!
  • ჩაწექით აბაზანაში ისე რომ წყალმა მასიმალურად დაფაროს თქვენი სხეული (ყელამდე)
  • აი ეს არის ის სასიამოვნო მომენტი, როდესაც შეგიძლიათ მოეშვათ და აღარაფერზე აღარ იდარდოთ!
  • პროცედურის დასრულების შემდეგ, აბაზანიდან ფრთხილად წამოდექით, რადგან მარილის და ცხელი წყლის გამო შესაძლოა თავბრუსხვევა გქონდეთ.
  • გადაივლეთ ცივი წყალი. არავითარი გელი ან საპონი!
  • დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. ეს გაუწყლოვებას აგარიდებთ.
  • გახსოვდეთ: თუკი დეტოქს-აბაზანის მიღებისას არასასიამოვნო შეგრძნებები გქონდათ, შეწყვიტეთ პროცედურა.


    ტოქსინებისგან გაწმენდის პარალელურად ამ სასიამოვნო პროცედურას სხვა სასარგებლო ეფექტიც აქვს: სტრესთან ბრძოლა, ძილის გაუმჯობესება და კონცენტრაცია, თავის ტკივილებთან ბრძოლა და კუნთების ოდუნება რთული დღის ან დამღლელი ვარჯიშების შემდეგ. დეტოქს-აბაზანა სხეულს მოდუნების, ხოლო გონებას - დამშვიდების საშუალებას აძლევს.

    სამწუხაროდ, ორგანიზმის გამწმენდ აბაზანას რამოდენიმე უკუჩვენებაც აქვს. მისი მიღება არ შეიძლება ნებისმიერი ქრონიკული დაავადების გართულების პერიოდში, არ არის რეკომენდირებული დეტოქს-აბაზანის მიღება კანის დაავადებების დროს, ასევე დიაბეტის და ორსულობის პერიოდში. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება!