დაივიწყეთ გამომშრალი, დაკოჟრილი და დაბზარული კანი ქუსლებზე. უმრატივესი რეცეპტი!

დაივიწყეთ გამომშრალი, დაკოჟრილი და დაბზარული კანი ქუსლებზე. უმრატივესი რეცეპტი!
ზამთრის შემდეგ ჩვენი ფეხები საშინელი სანახავია! გამომშრალი, თხელი და დაბზარული კანი ქუსლებზე არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება, წინ კი ზაფხულის უმშვენიერესი სეზონი გველის.

კანის გამოჯანმრთელება და აღდგენა შესაძლებელია ფეხის სპეციალური აბაზანებით! ეს სამი რეცეპტი, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ, ძალზედ ეფექტურია ქუსლებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად: ოფლიანობა, კოჟრები, ბზარები და ა.შ. უბრალოდ ცადეთ და პირობას გაძლევთ, შედეგით ნასიამოვნები დარჩებით!



ფეხის აბაზანები სახლის პირობებში

მუხის ქერქის აბაზანა არბილებს კანს, თავიდან გვარიდებს ფეხების ოფლიანობას და სტიმულირებს ძველი უჯრედების აქერცვლას. საკმარისია კვირაში 1 პროცედურა და ძალიან მალე სასიამოვნო შედეგს მიიღებთ!

ინგრედიენტები:
  • 100 გ მუხის ქერქი;
  • 5 ლ წყალი;

1. ადუღეთ მუხის ქერქი წყალში 10 წუთის განმავლობაში.

2. მიეცით მას ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება და მოათავსეთ ფეხები თბილ წყალში 20 წუთით.

რძის აბაზანა ფეხებისთვის რეკომენდირებულია შეშუპების დასამარცხებლად. რძე და ზეითუნის ზეთი კვებავს ქუსლების კანს და ამთელებს ბზარებს.

ინგრედიენტები:

  • 2 ლ მდუღარე წყალი;
  • 1 ჭიქა თბილი რძე;
  • 3 ს.კ ლიმონის წვენი;
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი;
  • 1 მწიკვი დარიჩინი;

1. აურიეთ თითოეული ინგრედიენტი ერთმანეთში. აუცილებელია, რომ წყლის ტემპერატურა იყოს კომფორტული ჩვენი ფეხებისთვის.

2. მოათავსეთ ფეხები სამკურნალო სითხეში 15 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ ეს აბაზანა რეგულარულად და დაივიწყეთ ფეხის კანის სიმშრალე, ოფლიანობა, კოჟრები და ბზარები.

ისარგებლედ ამ რჩევებით და პირობას გაძლევთ, რომ შედეგი არ დააყოვნებს. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!