როგორ განსაზღვრავს დაბადების თვე გოგონების ხასიათს

როგორ განსაზღვრავს დაბადების თვე გოგონების ხასიათს
საკმარისია, იცოდე გოგონას დაბადების თვე, იმის გასაგებად, თუ რას უნდა ელოდოთ მისგან!

იანვარი
ამ თვეში ყველაზე ამტანი გოგონები იბადებიან. მათ მამაკაცური ხასიათი აქვთ. ნუ ელით მათგან წუწუნს ან გულახდილობას, იანვარში დაბადებული გოგონები მიჩვეულნი არიან, თავად გაუმკლავდნენ ყველაფერს.

თებერვალი
თებერვალში ჯიუტი, მძიმე ხასიათის მქონე გოგონები იბადებიან. მათ თვითკონტროლის საოცარი თვისება აქვთ. არ ეშინიათ სიძნელეების და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის ამართლებს. კარგად გამოსდით ხალხის მანიპულირება და ეს კარიერაზეც აისახება. უყვართ ბავშვები.

მარტი
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე და ნაზი გოგონები მარტში იბადებიან. მათი წყენინება ადვილია, ხშირად ეჩვენებათ, რომ უბედურები არიან. თანდაყოლილი სისათუთის წყალობით, იზიდავენ დამცველ მამაკაცებს.

აპრილი
აპრილში დაბადებულ გოგონებს ახასიათებთ სითამამე და მიზანდასახულობა. ასევე, საღად აზროვნება და პრაქტიკულობა. მათ ყოველთვის იციან, რა სურთ, ამიტომ, ნელა, მაგრამ მყარად მიიწევენ წინ მიზნებისკენ. თუმცა, ვერ იტანენ სტაბილურობას. ემოცია და გრძნობები გონების უკანრჩება მუდამ.

მაისი

მაისის გოგონები სამყაროსგან დასაშვების მაქსიმუმს ითხოვენ. მათ უკომპრომისობა ახასიათებთ. ამ თვეში დაბადებული გოგონებისთვის იოლია ქმართან დაშორება, არ პატიობენ წვრილმანსაც კი.

ივნისი
ივნისში დაბადებული გოგონების ძირითადი მახასიათებელი - სიფრთხილეა. ხშირად, ძალიან ემოციური და ეჭვიანები არიან, ამასთან კეთილებიც - არასოდეს იძიებენ შურს. არ უყვართ კონფლიქტები, აქვთ კარგი ინტუიცია, რომელიც ამ კომფლიქტების არიდებაში ეხმარებათ.

ივლისი
ღრმა თვითანალიზი და სიმორცხვე - ეს გახლავთ ივლისში დაბადებული გოგონების ძირითადი მახასიათებელი. არასოდეს ამჟღავნებენ ღრმა მგრძნობელობას, და რამდენად რომანტიკულები შეუძლიათ იყვნენ. მათთვის მთავარი სახლი და ოჯახია.

აგვისტო
ყველაზე ამაყი და დამოუკიდებელი გოგონები აგვისტოში იბადებიან. ისინი ასევე კეთილები და კეთილშობილები არიან, მაგრამ ბუნებით ლიდერები, უყვართ ყველაფრის კონტროლი, ყურადღების ცენტრში ყოფნა, გააჩნიათ ქარიზმა, აფასებენ ოჯახურ ურთიერთობებს.

სექტემბერი
ცივსისხლიანი გათვლა და მიზანდასახულობა ერწყმის ემოციების ქარიშხალს, რაც სექტემბერში დაბადებულ ქალს განუმეორებელს ხდის. ასეთი გოგონები თავის თავზე ძალზედ შეყვარებულები, პედანტურები და ეჭვიანები არიან.

ოქტომბერი
ურთიერთობაში უბრალოები, გონებამახვილი ქალები. პრაქტიკულები, მაგრამ მეგობრებისთვის თავდაუზოგავები. გადაწყვეტილებებს მხოლოდ კარგად დაფიქრების შემდეგ იღებენ. პრინციპულები არიან და მუდამ ცდილობენ ოჯახის შენარჩუნებას, რომელშიც ლიდერები არიან.

ნოემბერი
ძალიან ეგოისტური და თავის თავზე შეყვარებული გოგონები არიან. მეუღლეებმა უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ მათ აზრს არ გაითვალისწინებენ. მიუხედავად ამისა, ნოემბერში დაბადებულ გოგონებს შეუძლიათ გულწრფელი სიყვარული. ძალზედ ვნებიანი და მიმზიდველები არიან.

დეკემბერი
ემოციური, ფეთქებადი ხასიათის მქონე ქალები. უშიშრები, პირდაპირები, წარმატებას აღწევენ ყველაფრის მიუხედავად. რომანტიკულები არიან, უყვართ ურთიერთობები, შეუძლიათ კარგი მეგობრობის გაწევა. ფეთქებადობის გამო, ოჯახში ხშირად კონფლიქტები აქვთ.