რა ზეგავლენას ახდენს დაბადების თვე მამაკაცის ხასიათზე

რა ზეგავლენას ახდენს დაბადების თვე მამაკაცის ხასიათზე
რთულია იმის თქმა, როგორ აიხსნება ეს ამბავი, მაგრამ ერთ თვეში დაბადებული ადამიანების ხასიათი ხშირად მსგავსია. თუ მამაკაცებში არც თუ ისე კარგად ერკვევით, ეს ”შპარგალკა” დაგეხმარებათ ცხოვრებაში.

იანვარი

ამ თვეში დაბადებულ მამაკაცებს ნებისყოფა, ამბიციურიბა და მიზანდასახულობა ახასიათებთ. მათთან ქალები დაცულად გრძნობენ თავს. ძალიან სანდოები და სტაბილურები არიან, რის გამოც ურთიერთობის რომანტიკული მხარე ცოტათი ზიანდება. ასეთ მამაკაცს არ უყვარს ზედმეტი ფერება, მაგრამ თუ უყვარხართ, პრაქტიკულ მზრუნველობას არ მოგაკლებთ.

თებერვალი

თებერვალში დაბადებული მამაკაცები კი რომანტიკოსების ტომის წარმომადგენლები არიან. მათთვის მთავარი ოჯახი და ურთიერთობებია, იდეალური ცოლი კი - რომელიც მისი მუზა გახდება. თუმცა, სრულიად არ უყვართ სხვისი აზრის გათვალისწინება და მუდამ თავისებურად იქცევა. მისი შესაძლებლობები 30 წლის მერე ვლინდება.

მარტი


მარტში დაბადებული მამაკაცები სიცოცხლისმოყვარულები არიან და ცდილობენ მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ. არასოდეს ნახავთ ერთ ადგილას გაჩერებულს, მუდამ ცდილობენ საკუთარი თავის გაუმჯობესებული ვერსია გახდნენ. ეს შინაგანი ენერგია ხელს არ უშლის, იყვნენ ბრძენი და გაწონასწორებული. სწორი გადაწყვეტილებების მიღება კი ყველაზე უკეთ ეხერხებათ.

აპრილი


აპრილში დაბადებული მამაკაცები წარმატებისკენ და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისკენ მიილტვიან. ეს შეიძლება იყოს სოციალური წრის მასშტაბის წარმატება ან უფრო მრავლისმომცველი. საკვანძო სიტყვა - წარმატებაა. მშვიდები და კეთილსინდისიერები არიან, მაგრამ ამასთან რომანტიკასაც არ არიან მოკლებული.

მაისი

მაისში დაბადებულ მამაკაცებს ყველაფერი ლამაზი და ძვირფასი უყვართ. ვისაც ის შეიყვარებს, თავს დედოფლად აგრძნობინებს. მაგრამ სამწუხაროდ ღალატისკენაცაა მიდრეკილი. საქმეებში იღბლიანია, საკმაოდ თავდაჯერებული და ინტელექტუალურად განვითარებული.

ივნისი

ივნისში ნიჭიერი მამაკაცები იბადებიან. როგორც წესი, ისახავენ მიზნებს და მიიწევენ მათკენ თავდაუზოგავად. მგზნებარეები არიან და იტანჯებიან ეჭვიანობისგან. თუ მათ გვერდით ნამდვილად ერთგული ქალია, მისთვის თავსაც კი გასწირავენ.

ივლისი


ივლისში შესანიშნავი მეოჯახეები იბადებიან. მათ ერთგულებაში ეჭვის შეპარვაც არ ღირს. ძალიან წესიერი და გულწრფელი მამაკაცები არიან. შესაძლოა, ხასიათი მძიმე მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ეს ეხმარება მას, სიტყვის კაცი და მყარი შეხედულებების ადამიანი იყოს.

აგვისტო

რაინდი. უბრალოდ, რაინდი. იშვიათი შეხამებაა ერთგული ქმრისა და შესანიშნავი მამის. ვერ იტანს უსამართლობას, მუდამ იცავს სუსტებს. განვითარებული გონება ეხმარება ბრძენი ლიდერი გახდეს. თუ ცოლს ირჩევს - სამუდამოდ ერთგული დარჩება მისი.

სექტემბერი


სექტემბერში ცვალებადი მამაკაცები იბადებიან. დღეს ერთი უნდათ, ხვალ - მეორე. მაგრამ ბუნებრივ მომხიბვლელობას ვერ წაართმევ. ძალიან არტისტულები არიან. ოჯახში მთავარ როლს ცოლს აკისრებენ და უყვართ, როცა მათზე ზრუნავენ.

ოქტომბერი

გულწრფელი, მაგრამ კაპრიზული ბიჭები არიან. უყვართ ლიდერობა, გააჩნიათ ძლიერი ლოგიკა, კარგად განვითარებული ინტუიცია. რომანტიკული და ნაზები არიან. აფასებენ კეთილსინდისიერებას, არ ღალატობენ და მეორე ნახევრისადმიც მცაკრები არიან ამ მხრივ.

ნოემბერი


ამ მამაკაცებს უბრალოდ ძლიერი კი არა, ძალიან ძლიერი ხასიათი აქვთ. ერთგული, გულწრფელი, რომანტიკული, შესანიშნავი მამა, მაგრამ მისი მოთვნიერება არც თუ ისე იოლია. უყვარს თავისუფლება და ცოლის შერთვას არ ჩქარობს.

დეკემბერი


დეკემბერში შრომისმოყვარე მამაკაცები იბადებიან. ამასთან, ავანტიურისტები არიან, უყვართ თავგადასავლები და მოგზაურობები. მუდამ ცდილობენ ახალი მწვერვალების დაპყრობას. შესანიშნავი მეოჯახეები არიან, ყურადღებიანი მეუღლეები და მზრუნველი მამები.