რაზე მეტყველებს თქვენი დაბადების თვე?

რაზე მეტყველებს თქვენი დაბადების თვე?
ბევრ რამეს თქვენს ცხოვრებაში მხოლოდ თქვენი დაბადების თარიღი განსაზღვრავს და განაპირობებს. fpaparazzi წარმოგიდგენთ თქვენი ხასიათის თავისებურებებს დაბადების თვის მიხედვით.

იანვარი
ამ თვეში დაბადებული ქალები ძალიან თავშეკავებულები არიან და ხშირად ბევრი მამაკაცური თვისებაც ახასიათებთ. მათგან ნუ ელით შეცოდებასა და ზედმეტ თანაგრძნობას. იანვარში დაბადებულები მიჩვეულები არიან საკუთარი საქმეების თავად მოგვარებას, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუკი იგი თავის საქმეებში ბოლომდე არასოდეს ჩაგახედებთ.

თებერვალი
ამ თვეში დაბადებული ქალები ჯიუტები და მიზანსწრაფულები არიან. გამოირჩევნიან საკმაოდ რთული ხაისათით. არასოდეს გაურბიან სირთულეებს და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს. ხშირად იბუტებიან და საჭიროების შემთვევაში, შურისძიებაზეც არ ამბობენ უარს. ძალიან უყვართ ბავშვები.

მარტი
ყველაზე ნაზი და მგრნობიარე ქალები სწორედ მარტში იბადებიან. ძალიან ადვილია მარტში დაბადებულს გული ატკინო ან აატირო. ამ თვეში დაბადებულებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მსოფლიოში ყველაზე უბედურები არიან. ხასიათის ამ შტრიხების გამო, მუდამ ისეთ მამაკცებს ეძებენ, რომლებიც მათ დაცვას შეძლებენ.

აპრილი
აპრილში დაბადებულები სითამამითა და მიზანდასახულობით გამოირჩევიან. ამასთან, ეხერხებათ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და ძალიან პრაქტიკულებიც არიან. მათ ყოველთვის იციან რა სურთ და არ უყვართ არასტაბილურობა. ემოციასა და გრძნობაზე წინ ყოველთვის ჭკუას აყენებენ.

მაისი
ამ თვეში დაბადებულები ცდილობენ სამყაროსგან მაქსიმუმი მიიღონ. მათთვის დამახასიათებელია ძალაუფლების სიყვარული და უკომპრომისობა. მაისში დაბადებულები ხშირად ანგრევენ ოჯახებსა და ურთიერთობებს, რადგან მათთვის ერთი წყენაც კი საკმარისია იმისათვის, რომ საყვარელ ადამიანს დაშორდეს.

ივნისი
ამ თვეში დაბადებული ქალების მთავარი თვისება სიფრთხილეა. ძალიან გულუბყვილოები არიან და არსოდეს ფიქრობენ შურისძიებაზე. არ უყვართ კონფლიქტები, კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია, რაც ეხმარებათ კონფლიქტების თავიდან აცილებაში. ხშირად გადაწყვეტილებებს ხასიათის მიხედვით იღებენ და არასპონტანურები არიან.

ივლისი
ნებისმიერი მოვლენის ღრმა ანალიზი და სიმორცხვე- ეს ორი თვისება ყველაზე ხშირად ახასიათებთ ივლისში დაბადებულ ქალებს. ისინი იშვიათად ჩაგახედებენ სულის ყველაზე ღმა კუთხეში და ნურც დიდ რომანტიკას ელით მათგან. ამ თვეში დაბადებული ქალებისთვის მთავარი ოჯახი და სახლია.

აგვისტო
ყველაზე ამაყი და დამოუკიდებელი ქალები სწორედ ამ თვეში იბადებიან. ამასთან, ისინი ძალიან კეთილები და ძალაუფლების მოყვარულები არიან. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. საოცარი ქარიზმა აქვთ და იმის მიუხედავად რომ მუდმივად მამაკაცების გარემოცვაში არიან, ძალიან აფასებენ ოჯახს. ძალიან მოწესრიგებულები და ალალები არიან, ამიტომ ხშირად რჩებიან მოტყუებულები.

სექტემბერი
ცივსისხლიანი და მიზანდასახული, ემოციური და ფექებადი- ასე შეიძლება დახასიათდეს სექტემებერში დაბადებული ქალი. მათ ძალიან უყვართ საკუთარი თავი, არიან ძალიან ეჭვიანები და პედანტები.

ოქტომბერი
ამ თვეში დაბადებულები მახვილგონიერები არიან. ძალიან უყვართ მეგობრების წრეში ყოფნა. გადაწყვეტილებებს დიდი ხნის ფიქრისა და ანალიზის შემდეგ იღებენ. კარგი მეხსიერება აქვთ. პრინციპულები არიან და არ პატიობენ ღალატს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მათთვის ძალიან მნიშვენელოვანია.

ნოემბერი
ამ თვეში დაბადებულები ძალიან ეგოისტები და თვითდაჯერებულები არიან. ნოემბერში დაბადებულების მეუღლეებს მოუწევთ შეეგუონ იმ ფაქტს, რომ მათი ნათქვამი ყოველთვის მეორეხარისხოვანი იქნება. ამის მიუხედავად, ნოემბერში დაბადებული ქალები ძალიან მოსიყვარულეები და ერთგულები, ვნებიანები და მომხიბვლელები არიან.

დეკემბერი
დეკემბერში ემოციური ქალები იბადებიან ფეთქებადი ხასიათით. ისინი უშიშრები, პირდაპირები და დამოუკიდებლები არიან. დასახულ მიზანს ნებისმიერი წინააღმდეგობის ფასად აღწევენ. ამასთან, საყვარელი ადამიანების გვერდით ძალიან რომანტიკულები არიან.