ბადრიჯნის სალათა ყველითა და ნიგვზით
ეს მარტივი სალათა აუცილებლად დაიკავებს თქვენს სუფრაზე საპატიო ადგილს. ამიტომაც მოგიმზადათ მისი რეცეპტი დღეს fpaparazzi-მა.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ბადრიჯანი 3 ცალი
- პომიდორი 3-4 ცალი
- ყველი 200 გ
- ზეთი 2-3 ს/კ
- სოიოს სოუსი 1-2 ს/კ
- ნიგოზი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- დაჭერით ყველა ინგრედიენტი საშუალო ზომის ნაჭრებად.
- ბადრიჯანი დაამარილეთ, ცოტა ხანში გადაუღვარეთ წვენი.
- შემდეგ შეწვით ზეთში მაღალ ცეცხლზე. თან ურიეთ.
- შეწვამდე 2 წუთით ადრე ტაფაში დაუმატეთ სოიოს სოუსი და აურიეთ.
- შემწვარი ბადრიჯანი გააცივეთ და შეურიეთ დაჭრილი პომიდორი და გახეხილი ან კუბიკებად დაჭრილი ყველი.
- მოაყარეთ სალათას დაჭრილი ნიგოზი და მწვანე ხახვის ფოჩი.
გემრიელად მიირთვით!