ბანანის ნაზი, დაბალკალორიული პუდინგი

ბანანის ნაზი, დაბალკალორიული პუდინგი
fpaparazzi გთავაზობთ დაბალკალორიული, თუმცა უგემრიელესი დესერტის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ თამამად მიირთვათ დიეტის დროსაც, რადგან არ შეიცავს შაქარს!
საჭირო მასალა:
  • ბანანი 4 ცალი
  • მანის ბურღული 0,5 ჭიქა
  • რძე 1 ჭიქა
  • კვერცხი 2 ცალი

მომზადება:
  1. ერთად დააბლენდერეთ კვერცხი და რძე, დაუმატეთ მანის ბურღული და კვლავ ათქვიფეთ.
  2. გაფცქვენით ბანანი, დაჭერით წრეებად და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში.
  3. დაასხით ბანანებს დაბლენდერებული მასა და შედგით ღუმელში 40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!