ჩირებით სავსე ფუმფულა კექსი
ითვლება, რომ ნამცხვარი ზედმეტი არასოდეს არის, ამიტომაც fpaparazzi ამ რეცეპტს გიზიარებთ. დააყენეთ არომატული ჩაი და შეუდექით ცხობას.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- თხილებისა და ჩირების ნარევი (300-400 გ)
- კვერცხი 2 ცალი
- ყავისფერი შაქარი 6 ს/კ
- ფქვილი 6 ს/კ
- გამაფხვიერებელი 1/2 ჩ/კ
მომზადების წესი:
- კურაგა და შავი ქლიავი დაჭერით პატარა ნაჭრებად, შეურიეთ თხილეულს და სხვა ჩირებს.
- ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ ჩირებისა და თხილეულის ნაზავი.
- დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერები, აურიეთ კარგად.
- გამოსაცხობ ფორმას წაისვით ცხიმი და ჩაასხით მიღებული მასა.
- აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებიით 45 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!