ამ ორი ინგრედიენტის დახმარებით თქვენი უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს. ეფექტურია!

ამ ორი ინგრედიენტის დახმარებით თქვენი უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს. ეფექტურია!
ალბათ დამეთანხმებით, რომ ტუალეტი სახლის ყველაზე ბინძური ნაწილია, რომლის დალაგება-დასუფთავებაც თითოეული დიასახლისისთვის უდიდეს ტანჯვასთანაა დაკავშირებული. როგორც წესი, დახმარებისთვის სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს მივმართავთ, რომლებიც ძალზედ ეფექტურია ტუალეტის დასუფთავებისთვის, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ეს საშუალებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის და რამდენად ხელმისაწვდომა ისინი ჩვენთვის ფინანსური თავსაზრისით?

ძმარი და საცხობი სოდა - ორი საშუალება, რომლის დახმარებითაც თქვენი უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს! მათი გამოყენების შემთხვევაში თქვენ ხანგრძლივი დროით დაივიწყებთ ბაქტერიებისა და მიკრობების არსებობას...

საცხობი სოდა
  • მოაბნიეთ ½ შეფუთვა საცხობი სოდა უნიტაზის კედლებზე.
  • დატოვეთ მთელი ღამით.
  • მეორე დილით ჩარეცხეთ უნიტაზი რამდენჯერმე.
  • ის სისუფთავისგან იბრწყინებს!

ძმარი

  • ჩაასხით 1 ჭიქა ძმარი უნიტაზის ჩასარეცხში და დატოვეთ დაახლოებით 30 წუთით.
  • დაასველეთ უნიტაზის სახეხი ძმრით და მოაყარეთ მას მცირეოდენი საცხობი სოდა.
  • გახეხეთ უნიტაზის კედლები გამზადებული სახეხით და პარალელურად ჩარეცხეთ ის.
  • უნიტაზი სისუფთავისგან იბრწყინებს!