სოუსი მაწვნით, კიტრითა და პიტნით
ეს სოუსი ბევრი კერძის გარნირთანად გამოგადგებათ... ასევე შესანიშნავია სხვადასხვა სალათისთვის მაიონეზის მაგივრად. ამიტომაც fpaparazzi გირჩევთ, მოამზადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- მაწონი 250 გ
- კიტრი 2 ცალი
- პიტნა
- კამა
- მარილი
- შავი პილპილი
მომზადების წესი:
- კიტრი დაჭერით პატარა კუბებად, მოაყარეთ მარილი. გააჩერეთ 30 წუთი.
- შემდეგ გადაუღვარეთ წვენი და დააქუცმაცეთ ჩანგლით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
- დაასხით კიტრის მასას მაწონი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შედგით მაცივარში 2-3 საათით.
გემრიელად მიირთვით!