მობრაწულა - ხელოვნების ნიმუში 3 ბოსტნეულისგან

მობრაწულა - ხელოვნების ნიმუში 3 ბოსტნეულისგან
დაგვეთანხმებით, რომ კერძი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზიც უნდა იყოს. მობრაწულას რეცეპტი, რომელსაც fpaparazzi დღეს გთავაზობთ, ძალიან მარტივია და ცოტა ინგრედიენტი სჭირდება, მაგრამ შედეგად მიიღებთ არომატულ კერძს, რომელიც სადღესასწაულო სუფრასაც კი დაამშვენებს.
საჭირო მასალა:
  • ყაბაყი – 1 ცალი
  • მოზრდილი სტაფილი – 1 ცალი
  • პომიდორი – 2 ცალი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • არაჟანი – 100 გ
  • მაგარი სახეობის ყველი – 50 გ
  • ნიორი – 3 კბილი
  • მარილი

მომზადების წესი:
  1. ბოსტნეულის საფრცქვნელის მეშვეობით დაჭერით ყაბაყი და სტაფილო წვრილ ზოლებად. პომიდორი დაჭერით წრეებად.
  2. ყაბაყისა და სტაფილოს თითოეული ზოლი დაახვიეთ რულეტივით. ჭადრაკულად განალაგეთ თითოეული რულეტი გამოსაცხობ ფორმაში.
  3. პომიდვრის წრეები ჩაალაგეთ ფორმის ნაპირებში მთელ პერიმეტრზე და მოამზადეთ მოსასხმელი. ამისათვის ერთად ათქვიფეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი და გახეხილი ყველი.
  4. მოასხით ბოსტნეულს, ზემოდან მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!