ნაზი, ძალიან მარტივი და უგემრიელესი კარტოფილის ბლინები
fpaparazzi გთავაზობთ, შეავსოთ თქვენი რეცეპტების კოლექცია ამ უგემრიელესი ბლინებით – ისინი თქვენი ფავორიტი გახდება!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 5 საშუალო ზომის კარტოფილი
- 250 მლ რძე
- 250 გ ფქვილი
- 3 კბილი ნიორი
- 3 კვერცხი
- 1 ს/კ შაქარი
- 5 ს/კ ზეთი (გაყავით 3 და 2 სუფრის კოვზებად)
- მარილი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაასხით გაფცქვნილ და გარეცხილ კარტოფილს იმდენი წყალი, რომ დაფაროს ნაყოფი, მოაყარეთ მარილი და მოხარშეთ.
- მოხარშული კარტოფილი თავისი ნახარშიანად გადაიტანეთ ბლენდერში და ათქვიფეთ.
- დაუმატეთ პიურეს ცხელი რძე და დაჭყლეტილი ნიორი, კვერცხი, ფქვილი, რძე, 2 ს/კ ზეთი და მარილი.
- ყველაფერი ერთად კარგად დააბლენდერეთ და გააჩერეთ მიღებული მასა დაახლოებით 30 წუთი.
- ბლინები გამოაცხვეთ ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე ორივე მხრიდან, შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი.
- მზა ბლინებს შეგიძლიათ გაუკეთოთ სასურველი გულსართი, მოსასხმელი, ან მიირთვათ ისე.