გასახდომი სისტემა ''მინუს 60 კილოგრამი'' ეკატერინა მირიმანოვისგან

გასახდომი სისტემა ''მინუს 60 კილოგრამი'' ეკატერინა მირიმანოვისგან
ეკატერინა მირიმანოვა - ქალბატონი, რომელიც წარსულში ჭარბცხიმიანობისგან იტანჯებოდა. დღეს ის ყველაზე პოპულარული გასახდომი სისტემის ავტორია.



ქალბატონის თქმით, ის ჭარბი წონის პრობლემისგან ბავშვობიდან იტანჯებოდა და მიუხედავად უამრავი მცდელობისა, სასურველ შედეგს ვერაფრით აღწევდა. როდესაც სასწორის ისარმა 120 კილოგრამს მიაღწია, ეკატერინა საბოლოოდ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საჭირო იყო შესაბამისი ზომების მიღება და საკუთარი თავის ხელში აყვანა.

გასახდომი სისტემა ''მინუს 60 კილოგრამი'' ეკატერინა მირიმანოვისგან

წონის დასაკლებად ქალბატონმა საკუთარი სისტემა შეიმუშავა, რომელიც რამდენიმე მარტივი წესისგან შედგება.

ეკატერინა მირიმანოვას სისტემა

ეკატერინას მტკიცებით, იმისათვის, რომ დავიკლოთ წონა, სულაც არ არის აუცილებელი უარის თქმა ტორტზე, ცხიმიან საჭმელზე და შემწვარ კარტოფილზეც კი. თქვენ უბრალოდ უნდა დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი.



1. არავითარ შემთხვევაში გამოტოვოთ საუზმე, რათა არ შეფერხდეს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

2. შეგიძლიათ მიირთვათ მწვანე ჩაი და ყავა განუსაზღვრელი რაოდენობით, თუმცა უნდა შეზღუდოთ შაქრის რაოდენობა. ალკოჰოლური სასმელებიდან ნებადართულია მხოლოდ მშრალი წითელი ღვინის მიღება.

3. შოკოლადი - მხოლოდ შავი.

4. ხორბლის პური - ნებადართულია მხოლოდ საუზმობისას. სადილის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ჭვავის პური, თუმცა მკაცრად განსაზღვრული ულუფებით.

5. კარტოფილი და მაკარონი საუზმობის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ კერძთან ერთად, ხოლო სადილობისას - მხოლოდ ბოსტნეულთან და ჭყინტ ყველთან ერთად.

6. ივახშმეთ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე. ამ დროს უნდა მიირთვათ მაქსიმალურად მსუბუქი პროდუქები: ხაჭო, ბოსტნეული და ა.შ.

7. მიირთვით დღის განმავლობაში საშუალოდ 2 ლიტრი წყალი.

8. მსუბუქი ფიზიკური აქტივობა უნდა იქცეს თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად.

9. თვითმასაჟი - აუმჯობესებს ნებისმიერი დიეტისა და ვარჯიშის შედეგს.

10. ნუ მოისურვებთ შედეგის უმოკლეს დროში მიღწევას: მიჰყევით საკუთარ მიზანს ნელ-ნელა, საფეხურებრივად.

11. ყველაზე მთავარი: დაიწყეთ საკუთარ თავზე ზრუნვა დღეიდანვე.

ნახევარ წელიწადში ეკატერინე მირიმანოვამ შეძლო წონაში 60 კილოგრამის დაკლება, თანაც ყოველგვარი შიმშილისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.



გაითვაისწინეთ ეს მარტივი წესები და ხანმოკლე დროში მიღებული შედეგით იამაყებთ. არ დაგავიწყდეთ ამ ინფორმაციის მეგობრებისთვის გაზიარება!