ქალბატონმა წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად მთელი წონის 80% მოიშორა - თვალებს ვერ ვუჯერებ!

ქალბატონმა წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად მთელი წონის 80% მოიშორა - თვალებს ვერ ვუჯერებ!
მაირა როზალესი იტანჯებოდა პათოლოგიური სიმსუქნისგან. ქალბატონს დამოიკიდებლად გადაადგილებც კი არ შეეძლო, რის გამოც ოჯახს მთელი თავისი ძალისხმევით მასზე ზრუნვა უწევდა. ერთ მშვენიერ დღეს მაირა მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და დაიწყო საკუთარი ცხოვრების სტილის შეცვლაზე ფიქრი.



ამ გადაწყვეტილებამდე ქალბატონი ძალზედ დიდმა ტრაგედიამ მიიყვანა. მაირას დისშვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში ძლიერი თავის ტრამვის მიღების გამო, თუმცა სამწუხაროდ მისი გადარჩენა შეიძლებელი აღმოჩნდა. ქალბატონმა აღიარა, რომ ამაში დამნაშავე ის თავად იყო, რადგან ბავშვს, რომელიც მას ეხმარებოდა, შემთხვევით ზემოდან დაეცა... გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მარია პატარას სიკვდილში უდანაშაულო იყო, რადგან მას უბრალოდ არ შესწევდა ბავშვისთვის მსგავსი ტრამვის მიყენების ძალა, თუმცა ქალბატონს დანაშაულოს გრძნობა მაინც არ ასვენებდა. გამომძიებლებმა საბოლოოდ პატარას სიკვდილში მაირას და, ბავშვის დედა დაადანაშაულეს, რომელმაც ციხეში ამოყო თავი.



თავდაპირველად მაირამ გაიკეთა ოპერაცია, რომლის დროსაც მას მოკვეთეს სხეულის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც ქალბატონს მოძრაობას უზღუდავდა.



ეს ძალზედ რთული პერიოდი იყო ქალბატონის ცხოვრებაში, რადგან მას მოუწია რამდენიმე ძალიან რთული და სერიოზული ოპერაციის გაკეთება, თუმცა ყოველივე ეს ამად ღირდა, რადგან პირველი ოპერაციიდან მოყოლებული დღემდე, მან მთლიანი წონის 80 პროცენტის მოშორება შეძლო. გასაოცარია, არა?



პათოლოგიური სიმსუქნის დროს მხოლოდ რამდენიმე ოპერაციის ჩატარება არ კმარა. ყოველივე ეს რა თქმა უნდა ძალზედ დიდი სტრესია როგორც ადამიანის ორგანიზმისთვის, ასევე მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. ხშირ შემთხვევაში ადამიანები ოპერაციის გაკეთების შემდეგ ძალიან მალე იმატებენ დაკარგულ წონას. სწორედ ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია სწორი კვების და სისტემატიური ვარჯიში. დიდი დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად მაირა არასდროს დანებებულა და შეუპოვრად მიუყვებოდა გზას გახდომისკენ.





დღეს ქალბატონი იწონის 91 კილოგრამს და გამოიყურება ძალზედ მომხიბვლელად.




გახსოვდეთ, რომ საჭირო მონდომებისა და მოტივაციის შემთხვევაში არაფერია შეუძლებელი ამ ცხოვრებაში!