ხაჭოსა და არაჟნის კატლეტები – სწრაფი და გემრიელი საუზმე
დილით ამ კერძის მოსამზადებლად სულ რაღაც 10 წუთი დაგჭირდებათ და ის ოჯახის ყველა წევრს მოეწონება. ამიტომაც გთავაზობთ fpaparazzi ამ შესანიშნავ რეცეპტს.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 350 გ ხაჭო;
- 2 კვერცხი;
- 3 სუფრის კოვზი არაჟანი;
- 30 გ მწვანე ხახვი;
- 100 გ პომიდორი;
- სალათის ფურცლები გასაფორმებლად.
მომზადება:
- მოხარშეთ კვერცხი მაგრად, გაფცქვენით და დაჭერით წვრილად. დაჭერით ხახვი, პომიდორი (კუბიკებად).
- შეურიეთ ყველაფერი ხაჭოს და გააკეთეთ პატარა გუნდები და მიეცით თითოეულს კატლეტის ფორმა.
- დააწყვეთ თეფშზე სალათის ფურცლები და მასზე მოათავსეთ ხაჭოს კატლეტები.
გემრიელად მიირთვით!