ღუმელში შემწვარი დამარინადებული ხორცი - საიმპერატორო

ღუმელში შემწვარი დამარინადებული ხორცი - საიმპერატორო
fpaparazzi გთავაზობთ მართლაც საიმპერატოროდ მომზადებული კერძის რეცეპტს, რომელიც თქვენი სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება იქნება. ამ რეცეპტში ჩვენ საქონლის ხორცს გამოვიყენებთ, თუმცა შეგიძლიათ, თქვენი სურვილისამებრ მოამზადოთ, რომელიც სახეობის ხორცითაც გსურთ, იმით.
საჭირო მასალა:
  • საქონლის ხორცი 800 გ
  • სოიოს სოუსი 100 მლ
  • ხახვი 1 ცალი
  • ზეთი 2 ს/კ
  • ღვინის ძმარი 1 ს/კ
  • თაფლი 1 ს/კ
  • კამა
  • მარილი და პილპილი

მომზადება:
  1. პირველ ეტაპზე გარეცხეთ ხორცი და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ დაჭერით კუბიკებად.
  2. ახლა მოამზადეთ მარინადი. ამისათვის სოიოს სოუსს შეურიეთ ღვინის ძმარი, ზეთი, თაფლი, მარილი და პილპილი.
  3. ამის შემდეგ ჩააწყვეთ მომზადებულ მარინადში საქონლის ხორცი და გააჩერეთ მინიმუმ 1 საათი.
  4. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე დააფინეთ ფოლგა და დააწყვეთ მის მთელ ზედაპირზე ხახვის რგოლები.
  5. ზემოდან მოაწყვეთ დამარინადებული ხორცი, დააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით.
  6. მომზადებული ხორცი გადმოიღეთ გაშლილ თეფშზე, გააფორმეთ სურვილისამებრ და მიიტანეთ სუფრასთან ცხელ-ცხელი.

გემრიელად მიირთვით!