ზოდიაქოს ყველაზე ინტელექტუალური ნიშნები

ზოდიაქოს ყველაზე ინტელექტუალური ნიშნები
გაეცანით ზოდიაქოს 12-ვე ნიშნის გონებრივ შესაძლებლობებს.

ვერძი
ვერძებს გონებაზე მეტად მოხერხებულობა აქვთ განვითარებული. თუნდაც მათ მხოლოდ საუბრის თემა მოისმინონს, ახერხებენ მისი როგორც დიდი საიდუმლოს წარმოჩენას. და მაინც, ვერძები სიტყვების რახარუხს პრაქტიკას ამჯობინებენ.

კურო
ხანგრძლივი მომზადება, მაგრამ სწრაფი მოძრაობა - სწორედ ასე შეიძლება კუროების დახასიათება. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი ცოტათი გონებაჩლუნგები არიან, მაგრამ ურთიერთობაში დარწმუნდებით, რომ ეს ასე არაა.

ტყუპები
ერუდიციის მაღალი დონე ცხოვრებისეულ ნებისმიერ სიტუაციაში დაბნეულობასთან ერთად. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ყველაფრის ცოდნა ერთმანეთთან კავშირის გარეშე, მაგრამ ცხოვრებისეულ ყველა სფეროს მოიცავს.

კირჩხიბი
ეს აბსოლუტურად არაინტელექტუალური ნიშანია, არ ავლენს ინტერესს არავითარი აკადემიური მიღწევებისადმი. კირჩხიბების ძალა ხალხურ სიბრძნეშია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ეხმარება.

ლომი
მეფეს უყვარს თავისი ინტელექტის დემონსტრირება. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ დისკუსიაში იოლად ერთვებიან, ლომებმა გაცილებით ნაკლები იციან, ვიდრე ლაპარაკობენ. საიდან იღებენ ამდენ ინფორმაციას - უცნობია.

ქალწული
ახალგაზრდა ქალწულები, როგორც წესი, არც ისე ჭკვიანები არიან, მაგრამ ისე ძლიერ სწადიათ ცოდნის მიღება, რომ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. შუა ხნის ასაკში მათი შრომის შედეგები შესამჩნევი ხდება. ქალწულები დიდ ცოდნას აგროვებენ, მაგრამ გონების განათება და ახალი ველოსიპედის გამოგონება მათ ძალებს აღემატება.

სასწორი
სასწორები მოჩვენებითი ინტელექტუალები არიან, რომელთაც თავიანთი ცხოვრება სრულყოფაში მოჰყავთ. მათ მომხიბვლელ, მაგრამ არც თუ ისე ჭკვიანებად მიიჩნევენ, რასაც სასწორები იოლად უარყოფენ, როდესაც კამათში იმარჯვებენ.

მორიელი

მიუხედავად იმისა, რომ მორიელებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ რაიმე თეორემებისა და კანონების დაზეპირება, პრაქტიკაში მათ ბადალი არ ჰყავთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევნიათ კონკრეტული ქმედებები და არა ცხოვრებისეული სწავლებები.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი სიბრძნის განსახიერებაა. მათი ინტელექტი სადღაც გენეტიკურ დონეზე არსებობს და ვლინდება საჭირო მომენტში.

თხის რქა
თხის რქა ცნობილია როგორც მოზეპირე, მაგრამ ეს ასე არაა. მათ შეუძლიათ აწ უკვე ცნობილი რამეების სრულყოფილებაში მოყვანა და ამაში დიდ წარმატებას აღწევენ.

მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლების ინტელექტი ხვალინდელ დღეზეა მიმართული. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ მათ რაიმე ყოფითი საკითხები არ იციან. ის უკვე დაფრინავს მომავლის მანქანაზე, რომელსაც გამოიგონებს.

თევზები
თევზები ფანტაზიებითა და გრძნობებით ცხოვრობენ, და არა - გონებით, ამიტომაც ოცნების ნიჭი მათში მეტად განვითარებულია, ვიდრე ჭკუა.