ყველაზე ბრძენი ზოდიაქოს ნიშანი

ყველაზე ბრძენი ზოდიაქოს ნიშანი
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდამ ეძებენ სიბრძნეს, გამოთქვამენ თავიანთ აზრს და არ ეშინიათ სიმართლის თქმა, თუნდაც ამან ავნოს. ობიექტურები არიან და არ აძლევენ ემოციებს მათ ქმედებებში ჩარევის საშუალებას.

მაშ ასე, ეს ნიშანი გახლავთ...

მერწყული

მერწყული დამოუკიდებელია, და მისი თავისუფლების დარღვევის მცდელობა მასთან კავშირის გაწყვეტის ტოლფასია. მხოლოდ თავისუფლება, დამოუკიდებლობა - აი მათი ბედნიერების საწინდარი.

გარეგნულად შეიძლება უგულო ადამიანად მოგეჩვენოთ, მაგრამ შინაგანად ძალიან კეთილმეგობრულია და ეხმარება ყველას, ვისაც მეგობრად მიიჩნევს. უყვარს, როცა ირგვლივ ყველა ბედნიერია, და მუდამ ეცდება, თავი უკეთ აგრძნობინოს, ამასთან, სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს. ერთადერთი, რაც მართლა მნიშვნელოვანია მისთვის, თავისუფლების ხელშეუხებლობაა.

მერწყული მუდამ ცდილობს, რაღაც სასარგებლო შექმნას ცხოვრებაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებისგან შესანიშნავი სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები გამოდის, პროგრესიულად მოაზროვნეები არიან და და ხშირად ზემოქმედებენ ახალი იდეების ფორმირებაში მათ ირგვლივ და გლობალურადაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმართლის თქმა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს მოერიდება პირდაპირ განაცხადოს, თუ რას ფიქრობს. ამის გამო, ხშირად პრობლემები ხვდება, მაგრამ მაინც არასოდეს ცვლის ქმედებებს. სწორედ ამ თვისების გამო, მერწყული ბრძენ ნიშნად მიიჩნევა.
მერწყული ინტელექტუალური დამოუკიდებლობის სიმბოლოა, ის მუდამ მიიღწვის გონების ინტელექტუალური სტიმულაციისკენ და ახალი აღმოჩენებისკენ.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები პარადოქსებით არიან აღსავსე - როგორც სხვებთან ურთიერთობაში, ასევე ცხოვრებისეულ ხედვაში. დაინტერესებული არიან ურთიერთსაპირისპირო რამეებით: უყვართ სიმარტოვე, მაგრამ ხშირად არჩევენ საზოგადოებაში ურთიერთობას.