როგორ და რითი ფიქრობს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

როგორ და რითი ფიქრობს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი
ყოველი ადამიანის აზროვნების პროცესი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ არსებობს ზოგიერთი მახასიათებელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ ვერძები საკმაოდ ჭკვიანები არიან, მათი საერთო ცოდნა არც თუ ისე სახარბიელობა. მაგრამ მათ გააჩნიათ უნიკალური თვისება: პატარა ცოდნასაც კი ისე წარაჩენენ, რომ ყველაზე ერუდირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ამაში კი წიგნის სიყვარული ეხმარებათ.

კურო
მათზე პირველი შთაბეჭდილება მცდარია, თავიდან მოგეჩვენებათ, რომ ცოტა გონებასუსტები არიან, მაგრამ იმ მომენტში ვერძების თავში გამომთვლელი სისტემა მუშაობს. დიდი ხანს ემზადებიან რაიმეს გასაკეთებლად, და როდესაც იწყებენ, 100%-ით გამოსდით.

ტყუპები
ტყუპები კი ძალიან ერუდირებული არიან, ამიტომაც არ უჭირთ ნებისმიერ დისკუსიაში ჩართვა. რა თქმა უნდა, მათ ყველაფერი როდი იციან, მაგრამ ნებისმიერ სფეროზე რაღაც ინფორმაცია აქვთ და ამას მოხერხებულად იყენებენ.

კირჩხიბი
თუ მაღლა აღნიშნული ზოდიაქოს ნიშნები ცდილობენ ცოდნის წარმოჩენას, კირჩხიბები პირიქით, გაჩუმებას ამჯობინებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უცოდინრები არიან, პირიქით, მათ საკმაოზე მეტი იციან. მათი ცოდნა პრაქტიკულია, ასოცირდება ხალხურ სიბრძნესთან.

ლომი
მეფე ნდობას უნდა იწვევდეს ხალხში, ამიტომაც უზადო აზროვნება უნდა ჰქონდეს. ხშირად, ლომებს საჩვენებელი ინტელექტი გააჩნიათ. აზრზეც რომ არ იყვნენ, რაზეა საუბარი, ისინი მაინც მოახერხებენ თავიანთი რეპლიკით ჩაერთონ, თან ისე, რომ ყველა გაოცდეს მეფის ჭკუით.

ქალწული
ქალწულებს ძალიან ჭკვიანებს ვერ უწოდებ, მაგრამ ისინი სხვების პატივისცემას სიბეჯითით იმსახურებენ, რაც სწავლაში ეხმარებათ. დიდი ხანი სჭირდებათ ცოდნის ასათვისებლად, გულდასმით ისრუტავენ ინფორმაციას, მათი აზროვნების პრცესი მუდამ გაწონასწორებულია.

სასწორი
ამ ნიშნის წარმომადგენლები მზად არიან მთელი ცხოვრება მიუძღვნან თავიანთი ცოდნის სრულფოფილებაში მოყვანას. მათ არ უყვართ თავიანთი თვისებების დემონსტრირება, თეორიას პრაქტიკას ამჯობინებენ, მათჳ ცოდნა შეუმჩნეველი რჩება.

მორიელი
არავითარი თეორია, მხოლოდ პრაქტიკა, ასეთი ლოზუნგით ცხოვრობენ მორიელები. მათი აზროვნება მომართულია პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მოცემულ მომენტში ჩნდება, მომავალზე ფიქრით დიდად თავს არ იწუხებენ.


მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ინტელექტი დაბადებამდე აქვთ ჩადებული გენეტიკურ დონეზე. ის წინა თაობების სიბრძნეების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს, და ეს სიბრძნე მაგიური ძალების დახმარებით, საჭირო მომენტში ვლინდება.

თხის რქა
შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, თხის რქები მოზეპირეები არიან, სინამდვილეში მათ უყვართ სიახლეები, მათი აზროვნება მუდამ მიმართულია აწ უკვე გამოგონებულის სრულყოფაში მოსაყვანად.

მერწყული
მერწყული საგრძნობლად გამოირჩევა ინტელექტით სხვა ნიშნებისგან, მათ ახასიათებთ საკითხისადმი არასტანდარტული მიდგომა. არ ადარდებთ წვრილმანები, მუდამ დიადზე ფიქრობენ. მათი აზროვნება ხვალინდელი დღისკენაა მიმართული.

თევზები
დაივიწყეთ ლოგიკაზე და გონებაზე, როდესაც საქმე თევზებს ეხებათ. ხშირად, ეს გახლავთ შემოქმედებითი ხალხი, რომლებსაც არ შეუძლიათ რუტინული და მკაფიო სამუშაოს შესრულება. მათი აზროვნების პროცესი ემოციებისა და კაშკაშა ფერების ნაზავია.