როგორ მოვამზადოთ მექსიკური კარტოფილი სახლში?
გიყვართ დაბრაწული მექსიკური კარტოფილი? მაშინ fpaparazzi-ი გთავაზობთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც სახლშიც შეგიძლიათ ნამდვილი მექსიკური კარტოფილი მოამზადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
სოუსი:
საჭირო მასალა:
- 10 ცალი კარტოფილი
- 1 კვერცხი
- სუნელები- პაპრიკა, პილპილი, ორეგანო, ჩილი, ქონდარი
- მარილი გემოვნებით
- ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- კარტოფილები კარგად გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად.
- ჩაყარეთ თასში, დაუმატეთ კვერცხის ცილა, მარილი და სუნელები.
- შეწვით 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
- შიგადაშიგ კარტოფილებს ჩანგლით ან დანის წვერით გვერდი უცვალეთ.
სოუსი:
- მაწონში ან მაიონეზში აურიეთ დაჭყეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და კამა.
- კარგად აურიეთ.
- მოასხით კარტოფილს და გემრიელად მიირთვით.