გამოდევნეთ ტოქსინები, ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან და დაიკელით წონა.

გამოდევნეთ ტოქსინები, ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან და დაიკელით წონა.
სითხის შეკავება ორგანიზმში შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს განპირობებული, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საუბარი ქალბატონებზე და მათ ჰორმონალურ ფონზე მიდის.

სითხის შეკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში ზედმეტი სითხის დაგროვებას განაპირობებს: შემწვარი კერზები, ტკბილეული, მარილიანი პროდუქტები, ფასტ-ფუდი და ა.შ.

ყველაზე ცუდი კი ის ფაქტია, რომ წყლის შეკავებასთან ერთად ორგანიზმში გროვდება ტოქსინები და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებები. სწორედ ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ამ პრობლემაზე ზრუნვა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის დროულად გამოდევნა.

არაჩვეულებრივი მეთოდი, რომელიც გამოდევნის თქვენი ორგანიზმიდან ზედმეტ ცხიმებს და მასთან ერთად სხვა მავნე ნივთიერებებს. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ შეძლებთ სამუდამოდ დაივიწყოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა: მუცლის ქრონიკული შებერილობა, კიდურების შეშუპება და ა.შ.

ოხრახუშის ნაყენი


თქვენ დაგჭირდებათ 1 ლიტრი წყალი და 5 სუფრის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ოხრახუში. დაასხით ოხრახუშს მდუღარე წყალი და დააყოვნეთ ნარევი 15-20 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ის, სითხე მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 2 დღისა.

მიირთვით ეს საშუალება მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით. განაგრძეთ მკურნალობის ეს კურსი 3 დღის განმავლობაში. ეფექტს მომენტალურად შეამჩნევთ!



გისურვებთ ჯანმრთელობას!