მოიშორეთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან ჩვენი რეცეპტით!

მოიშორეთ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან ჩვენი რეცეპტით!
ისევე როგორც ორგანიზმში სითხის უკმარისობა, ასევე ჰიპერგიდრატაციაც საკმაოდ სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ყველაფერში აუცილებელია ნორმების, ბალანსის დაცვა. ჩვენს ორგანიზმში ჭარბი სითხიანობის დროს, ზედმეტი სითხის გამოდევნა ხდება თირკმელების მეშვეობით. მოცემმული დაავადებისას, ორგანიზმის წლით გადაჭარბებულად შევსებისას, მიზანშეწონილია გამოკვლევის ცატარება და მასზე ყურადღების გამახვილება, რადგან ეს შესაძლოა სხვადასხვა პათოგენური მდგომარეობის მანიშნებელი იყოს.

როდესაც თქვენს ორგანიზმში ჭარბად გროვდება სითხე, ეს არა მხოლოდ სხეულის სილამაზეს აუშნოვებს მის წონასაც ზრდის, ის ასევე ემუქრება თქვენს ორგანიზმს სერიოზული ქრონიკული დაავადებებით. ბუნებრივია, რომ ეს დაავადება მეტწილად ქალბატონებს აწუხებთ, ვიდრე ძლიერი სქესის წარმომადგენლებს! ვის სიამოვნებს დილიდან სარკეში შესივებული სახის ცქერა? ან ვის სიამოვნებს როდესაც საყვარელ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ვეღარ ირგებთ?! fpaparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებული სტატით თქვენ შეძლებთ ამ უხერხულობის დაძლევას.

ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა
მნიშვნელოვანი რჩევები:
1. პირველ რიგში შეზღუდეთ მარილის გამოყენება! მას არა მხოლოდ ორგანიზმში სითხის შეკავება შეუძლია, არამედ ახდენს კალიუმის საჭირო გარემოს ნეიტრალიზებას. საჭმლის მომზადებსას, სცადეთ ჩაანაცვლოთ მარილი სუნელებით ან სხვა სანელებლებით. ასევე ნუ დაივიწყებთ, რომ მრავალ პროდუქტში რომელსაც თქვენ მარკეტებში ყიდულობთ უკვე არის მარილი.
2. ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში შესანიშნავი დამხმარეები არიან მცენარეები და ბოსტნეული. ჭარხალი, პირშუშხა, ნიახური, ჭინჭრით და მჟაუნა და ა.შ.
3. თქვენთ გიჯობთ უარი თქვათ ლუდის გამოყენებაზე! რადგან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დაგროვებას.
4. ხშირად იარეთ საუნაში. ასევე არანაკლებ ეფექტურია ჩვეულებრივი აბაზანა მასში წიწვოვანი ექსტრაქტის დამატებით.
5. მოაწყეთ განტვირთვის დღეები - მაგალითად, საზამთროს დღე. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო ძლიერი შარდდმდენი საშუალებები ხალხური მედიცინის ქვემოთ ჩამოთვლილი რეცეპტებიდან.


რეცეპტები:

1. ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ შემდეგი რეცეპტი: გაახმეთ ჩრდილში ვაშლის კანი და ხარშეთ ის როგორც ჩაი. გამოიყენეთ ეს ნაყენი დღეში 5-6 ჯერ.
2. დათვის კენკრას ასევე ახასიათებს მსუბუქი სასარგებლო შარდმდენი თვისებები. ამ მცენარის გამომშრალი ფოთლების 2 ჩაის კოვზს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა წყალი და ხარშოთ 20 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ დააყენეთ ნაყენი 30 წუთით. მიირთვით ჭამის წინ სუფრის კოვზის ოდენობით 6 ჯერ დღეში.
3. არყის ხის წვენი, ისევე როგორც არყის ფოთლები ფლობს მსუბუქ შარდმდენ თვისებებს. მისგან ნაყენის დამზადება შეგიძლიათ შემდეგნაერად: მოხარშეთ 2 ჩაის კოვზი ნედლი არყის ფოთლები ერთი ჭიქა წყალში. დააყენეთ ნაყენი ნახევარი საათით. რის შემდეგაც გაფილტრეთ მარლის გამოყენებით და დაუმატეთ ცოტაოდენი (დანის წვერის ოდენობის) სოდა. მიირთვით ნაყენი შემთბარ მდგომარეობაში ერთი სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ 3-4 საათში.


ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში თქვენ ასევე ისწავლით, როგორ მოიპოვოთ არყის ხის წვენი ხის დაზიანებისა და წვენის დანაკარგის გარეშე.
თუ მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია გთხოვთ გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც და დაგვიკომენტარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში.