სახლში მომზადებული უგემრიელესი კეტჩუპი კონსერვანტების გარეშე

სახლში მომზადებული უგემრიელესი კეტჩუპი კონსერვანტების გარეშე
fpaparazziგთავაზობთ კეტჩუპის რეცეპტს, რომელიც ნაცადია, ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, კონსერვატების გარეშეა. ინგრედიენტები მოცემულია 3 ლ-ზე.
საჭირო მასალა:
  • პომიდორი 5 კგ
  • ბულგარული წიწაკა 0,5 კგ
  • ცხარე წიწაკა 300 გ
  • ვაშლი 500 გ
  • ნიორი 300 გ
  • ზეთი 300 მლ
  • შაქარი 2 ს.კ.
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:
  1. ბულგარული წიწაკა და ცხარე წიწაკა გაასუფთავეთ თესლისგან.
  2. ვაშლს გამოაცალეთ გულები (მაგრამ არ გაფცქვნათ).
  3. ყველა ბოსტნეული და დაჭრილი ვაშლი მოათავსეთ დიდ, სქელძირიან ქვაბში.
  4. თქვიფეთ ხელის ბლენდერით, დაუმატეთ ზეთი, შაქარი და მარილი.
  5. დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ 3 საათი.
  6. მზა კეტჩუპი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში.
  7. სურვილსამებრ ზემოდან დაადეთ დაჭრილი ნივრის თხელი ფირფიტები და მოასხით სულ ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ კი მოხუფეთ.

გემრიელად მიირთვით!