დაჭრილი კომბოსტოს მჟავე ერთ ღამეში

დაჭრილი კომბოსტოს მჟავე ერთ ღამეში
fpaparazzi გთავაზოვთ კომბოსტოს მჟავის რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ მარტივი მოსამზადებელიც.
საჭირო მასალა:
  • 2 კგ კომბოსტო
  • 400 გ სტაფილო
  • 4 კბილი ნიორი
  • 150 მლ ზეთი
  • 75 მლ 9 %-იანი ძმარი
  • 100 გ შაქარი
  • 2 ს.კ მარილი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 შავი წიწაკის მარცვალი
  • 0,5 ლ წყალი

მომზადება:
  1. დაჭერით კომბოსტო, გახეხეთ სტაფილო და დაჭერით ნიორი თხელ ფირფიტებად.
  2. მჭიდროდ ჩატენეთ ქილაში (ეს მასალა დაახლოებით 3 ლიტრიან ქილას ეყოფა).
  3. ჩაასხით ქვაბში მარინადისთვის საჭირო ყველა კომპონენტი და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი.
  4. შემდეგ გააგრილეთ და ფრთხილად ჩაასხით კომბოსტოიან ქილაში.
  5. თუკი კომბოსტოს საღამოს ჩადებთ, დილით ის უკვე მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!