კომბოსტო პიცაზე გემრიელია! გენიალური კერძი მათთვის, ვინც კალორიებს ითვლის.
გვინდა რევერანსით მივესალმოთ მცენარეული კერძების, განსაკუთრებით შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვარულებს. შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტო ყველით - ეს არა მარტო მარგებელია, არამედ სწრაფად მოსამზადებელიც. დამიჯერეთ ნამდვილად გემრიელია და ნამდვილად სწრაფად გასაკეთებელიც!
ადვილი რეცეპტია და არ მოითხოვს კანსაკუთრებულ კულინარიულ ცოდნას არც სპეციალურ ინგრედიენტებს, კერძის კალორიულობა მაღალი არ არის, მასში არც ცომია და არც ცხიმიანი ნაღები, ხოლო კერძი თუ გინდათ დიეტური გამოვიდეს მოცარელა შეცვალეთ სოიოს ყველით ტოფუ-თი.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი
დაგრჩებათ მხოლოდ ხრაშუნა ნამზადის დაჭრა და მისი მორთვა მწვანილით, ძალიან ყველიანია და ნაზი, მიირთვით გემრიელად.

- ყვავილოვანი კომბოსტო 1 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- ორეგანო (თავშავა) 0,5 ჩაის კოვზი
- ნიორი 2 კბილი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მოცარელა 500 გრ.
- ოხრახუში გემოვნებით
მომზადების წესი
- კომბოსტო დაჭერით მსხვილად, დაუმატეთ კვერცხი, თავშავა, მარილი, წიწაკა გემოვნებით და დაჭყლეტილი ნიორი
- მოცარელა გახეხეთ, გადადეთ დაახლოებით 100გრ. დანარჩენი დაუმატეთ კომბოსტოს
- გადმოიღეთ მასა თანაბრად სახცობ ტაფაზე , გამოაცხეთ 25 წუთი 170 გრადუსზე ცხობის ბოლოსაკენ გადმოიღეთ ტაფა დაუმატეთ მოცარელა და ერთი ორი წუთი გამოაცხეთ
დაგრჩებათ მხოლოდ ხრაშუნა ნამზადის დაჭრა და მისი მორთვა მწვანილით, ძალიან ყველიანია და ნაზი, მიირთვით გემრიელად.