შინ მომზადებული მაიონეზის მარტივი რეცეპტი

შინ მომზადებული მაიონეზის მარტივი რეცეპტი
FPAPARAZZI-ის ეს რეცეპტი მათთვისაა, ვინც ცდილობს მხოლოდ ნატურალური პროდუქტით მოამზადოს საჭმელი ოჯახის წევრებისთვის.
საჭირო მასალა:
  • კვერცხი -1 ცალი
  • მცენარეული ზეთი 250გ
  • შაქარი- 1 ჩ.კ
  • მარილი 1/3 ჩ.კ
  • ლიმონის წვენი 1 ს.კ
  • სუნელი გემოვნებით- განსაკუთრებით უხდება მდოგვი

მომზადება:
შეარჩიეთ დაახლოებით ნახევარლიტრიანი ქილა და ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ მარილი და შაქარი, დაუმატეთ ლიმონის წვენი და კვერცხი. ეცადეთ, რომ კვერცხი მასის შუაგულში მოათავსოთ ისე დაიწყოთ ათქვეფა ან დაბლენდერება. ცოტა ხანში მასა ფაფუკ მაიონეზად გადაიქცევა. თუკი გსურთ მაიონეზი მდოგვით მოამზადოთ, მაშინ ისიც ძირითად ინგრედიენტებთან ერთდ უნდა ათქვიფოთ.
გემრიელად მიირთვით.