სუფთა ღვიძლი და ლამაზი ფიგურა სულ რაღაც 72 საათში!

სუფთა ღვიძლი და ლამაზი ფიგურა სულ რაღაც 72 საათში!
ჩვენი ღვიძლი განწყვეტლივ წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ტოქსინებს გადაამუშავებს, რის გამოც აუცილებელია რეგულარულად დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარება. არსებობს შესანიშნავი სასმელი, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევს თავს ამ დავალებას! სასიამოვნო ბონუსად იქცევა ის ფაქტი, რომ ღვიძლის დეტოქსიკაციის ამ პროცედურის პარალელურად თქვენ შეძლებთ რამდენიმე კილოგრამის დაკლებას. ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ ამ უმნიშვნელოვანესი ორგანოს არასწორი ფუქციონირების დროს მავნე ნივთიერებები იწყებს დაგროვებას ჩვენს ორგანიზმში, რასაც გაცხიმოვნებამდე და ჭარბწონიანობამდე მივყავართ. სულ რაღაც 72 საათი სავსებით საკმარისია თქვენი ორგანიზმის აღსადგენად და მისი ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად!

სასმელი, რომელსაც დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია შემოგთავაზებთ, უნდა მიირთვათ დღეში 3 ჭიქის ოდენობით 3 დღის განმავლობაში. ამ სასმელის მიღების პარალელურად აუცილებელია დაბალკალორიულ კვებაზე გადასვლა და საკმარისი რაოდენობით წყლის მიღბა.

ინგრედიენტები:
  • 3 ლიმონი;
  • 1 ჭიქა დაქუცმაცებული ოხრახუში;
  • ორთქლზე მოხარშული ნიახურის 5 ღერო;
  • 6 ჭიქა წყალი;

მომზადება:

  1. მოათავსეთ თითოეული ინგრედიენტი ბლენდერში და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მოცემული ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია ერთ დღეზე. დაყავით ის სამ ნაწილად და მიიღეთ თითო პორცია ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
  3. 3 დღიანი კურსის ჭატარების შემდეგ აუცილებელია 7-10 დღიანი შესვენების გაკეთება.

გისურვებთ ჯანმრთელობას!