ბანანისა და კარამელის უგემრიელესი ნამცხვარი
ბანანს ძალიან უხდება კარამელი, ხოლო ქოქოსის ცომთან ერთად ისინი საოცარ დესერტს ქმნიან. ამიტომაც fpaparazzi გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს რეცეპტი და აუცილებლად სცადოთ.
ცომისთვის:
გულსართისთვის:
კარამელისთვის:
მომზადების წესი:
ცომისთვის:
- 100 გ დარბილებული კარაქი
- 100 გ შაქარი
- 1 კვერცხი
- 100 გ ფქვილი
- ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 50 მლ რძე
- ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
გულსართისთვის:
- 2 ბანანი
კარამელისთვის:
- 50 გ კარაქი
- 150 გ ყავისფერი შაქარი
- ½ ჩ/კ დარიჩინი
მომზადების წესი:
- ცომისთვის: ათქვიფეთ შაქარი კარაქთან ერთად, შეურიეთ კვერცხი და კიდევ კარგად ათქვიფეთ.
- დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი.
- ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი.
- დაუმატეთ კარაქისა და კვერცხის მასას ფქვილის მასის ½-დი.
- ჩაასხით რძე და დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი. კარგად აურიეთ.
- კარამელისთვის: ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ კარაქი და შაქარი, სანამ შაქარი არ გადნება და ერთგვაროვანი მასა არ გახდება.
- დაუმატეთ დარიჩინი.
- ჩაასხით კარამელი გამოსაცხობის ფორმის ფსკერზე. ზემოდან დაალაგეთ სიგრძეზე დაჭრილი ბანანები. ზემოდან გაანაწილეთ ცომი.
- აცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე.
- მზა ნამცხვარი გააჩერეთ ფორმაში დაახლოებით 3 წუთი.
- შემდეგ კი ამოაბრუნეთ გაშლილ თეფშზე ისე, რომ ბანანები ზემოდან აღმოჩნდეს.