მაღალი არტერიული წნევის, ჰიპერტენზიის ადრეული ნიშნები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება

მაღალი არტერიული წნევის, ჰიპერტენზიის ადრეული ნიშნები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება
მაღალი არტერიული წნევა ან ჰიპერტენზია - საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომლისგანაც უამრავი ადამიანი იტანჯება.

ბოლო პერიოდში ამ დაავადებას ხშირად ახალგაზრდებშიც ვხვდებით. მუდმივი სტრესი, უმოძრაო ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, მოწევა და სხვა მავნებელი ჩვევები - ყველა ამ ფაქტორმა შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერტენზიის ადრეულ ასაკში განვითარებამდე.

ამ დაავადების მივყავართ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა მრავალ პრობლემებამდე. ხანდახან ეს დაავადება საწყის ეტაპზე სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზმი, თავის დაცვის მიზნით, გვაწვდის გარკვეულ ნიშნებს, რომელთა იგნორირება არ შეიძლება.

ნორმალური და მაღალი წნევა:
  • ნორმალური წნევა 120/80
  • პრეჰიპერტენზია 120-139/80-89
  • ჰიპერტენზიის პირველი ეტაპი 140-159/90-99
  • ჰიპერტენზიის მეორე ეტაპი 160>/100>

ძალიან ხშირად ხალხი დაავადების თავდაპირველ ნიშნებს ყრადღებას არ აქცევს, რამაც შეიძლება სიტუაცია ძალიან გაართულოს.

იმ სიმპტომების ჩამონათვალი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააიგნოროთ:

დაღლილობა

ძალიან ხშირად მაღალი წნევის დამახასიათებელი ნიშანი აუხსნელი დაღლილობაა. ადამიანი ღიზიანდება და ღამე ცუდად ძინავს, ხოლო დღე - ძილიანობა აწუხებს, კარგავს ფოკუსირების უნარს და ა.შ. უმეტესობა ამ სიმპტომს უბრალო გადაღლილობას აბრალებს და დიდ ყურადღებას არ აქცევს მას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში წნევა 140/90 მდე ადის თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ჰიპერტენზიის ერთ-ერთი დამწყები ნიშანია.

თავის ტკივილი

დაავადების განვითარებისას ხშირად ვაწყდებით თავის ტკივილის. ხშირ შემთვევაში პულსირებადი ტკივილი კეფის არეში ვითარდება.

მხედველობის დარღვევა

თავის ტკივილთან ერთად ხშირად მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გვევლინება. დაავადების საწყის ეტაპზე ეს შეიძლება იყოს: თვალების ჩაწითლება, მხედველობის გაუარესება, თავალებში გაორება და სხვა. ეს ყველაფერი გამოწვეულია ბოჭკოებისა და ბადურის კუმშვით. დაავადებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალის გარსის შეცვლა და ატროფიული პროცესები ბადურაში, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მაღალი წნევის გამო უკვე დარღვეულია ტვინში სისხლის მიმოქცევა. ასეთ შემთხვევებში ინსულტის ან დაბრმავების რისკი რამდენჯერმე იზრდება.

ხმაური ყურებში

ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ხმაური ყურებში, რომელიც დაკავშირებულია ყურის სასმენ აპარატში სისხლძარღვების შევიწროვებასთან.

გულის რითმის დარღვევა

სხვა სიმტომებთან ერთად ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია გულმკერდის მარცხენა მიდამოს ტკივილი, რომელიც მარცხენა ხელზეც გადადის. გილის რიტმის ცვლილება მაჩვენებელია იმისა, რომ მაღალმა წნევამ განაპირობა სერიოზული ცვლილებები გულის კინთში და არტერიებში. შედეგად შეიძლება წარმოიქმნას გულის დაავადება, სტენოკარდია ან გულის უკმარისობა.

ჰიპერტენზიის დროულად აღმოჩენა აუცილებელია, რადგან მან შეიძლება გაცილებით რთული ფორმები მიიღოს და სერიოზულ დაავადებებში გადაიზარდოს. ესენია:

  • ქრონიკული გულის უკმარისობა
  • მეხსიერების დარღვევა
  • გულის შეტევები და ინფაქტი
  • მეტაბოლური სინდრომი

ყურადღებით იყავით მაღალ წნევასთან და აუცილევლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და არ დაგავიწყდეთ ამ სტატიის მეგობრებისთვის გაზიარება!