გვირილის ეს ნაყენი მეძუძურ დედებს რძის მოყვანაში და ჩვილის დანაყრებაში დაეხამრება!
დღეს ბევრი დედა უარს ამბობს ჩვილის ძუძუთი კვებაზე, რაც დიდი შეცდომაა და ხშირად გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. დედის რძეს ახალშობილს ვერაფერი შეუცვლის. ამას ბევრი ქალი ვერ ხვდება და ათას მიზეზს იგონებს იმისთვის, რომ პატარა რაც შეიძლება მალე მოიშოროს მკერდიდან. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დედას მართლა არ ჰყოფნის რძე ბავშვის გამოსაკვებად. ასეთ შემთხვევაშიც არ უნდა იჩქაროთ ბავშვის ხელოვნურ საკვებზე გადაყვანა, რადგან უამრავი ხალხური საშუალება არსებობს რძის მოსაყვანად. Fpaparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ გვირილის ნაყენს, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ თქვენი პატარის რძით უზრუნველსაყოფად.
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: გვირილა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე მცენარეა. გამოირჩევა ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ოფლმდენი, ნაღველმდენი, მთრიმლავი, საფაღარათო, ანტიალერგიული, დამამშვიდებელი, ანთებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტით. ლაქტაციის გაძლიერებას ამ მცენარის ანთებისსაწინააღმდეგო და სპაზმების მომხსნელი ეფექტი იწვევს. ორსულობისას გვირილის ნახარშის გამოყენებას არ გირჩვეთ.
მომზადება და გამოყენების წესი:
- 1 სუფრის კოვზ გვირილას დაასახით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და დააყენეთ 20 წუთი თავდახურულ ჭურჭელში.
- წესად უნდა აქციოთ 1/3 ჩაის ჭიქა ნაყენის მიღება 3 ჯერ დღეში.
- რძე საგრძნობლად მოიმატებს და თქვენი პატარაც კარგად დანაყრდება.