ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნები
fpaparazzi წარმოგიდგენთ ყველაზე აგრესიულ, ეჭვიან და პარტნიორის მიმართ ყველაზე გულგრული ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგს.

ვერძი
საზოგადოებაში ვერძი ყოველთვის თავდაჯერებულია, თმცა შინაგანად ხშირად მერყევია. ამას დამატებული ბუნებით მინიჭებული მსხვილმასშტაბიანი ცხოვრებისეული დრამები და შედეგად მიიღებთ ყველაზე ეჭვიან ზოდიაქოს ნიშანს.
ვერძებს ნაპერწყალი ყოფნით იმისათვის, რომ უვნებელი ეჭვიანობის სცენა დიდ სკანდალში გადაიზარდოს, რაზეც ის მალე აუცილებლად ინანებს. მეტიც, ხშირად ეჭვიანობა ამ ცეცხლოვან ნიშანს ღალატისკენ უბიძგებს, თუნდაც იმ შემთხვევაში, პარტნიორი ფაქტებით „უდანაშაოულო“ თუ აღამოჩნდება.
ამიტომაც, თუკი გადაწყვეტთ ბედი ამ ნიშნის წარმომადგენელს დაუკავშიროთ, მზად იყავით ემოციური ამერიკული მთებისთვის. და თუკი, თავად ბრძანდებით ვ ერძი, შეეცადეთ, გადაწყვეტილებები „ცივ გონებაზე“ მიიღოთ.

კურო
რადგანაც კურო ძალზედ რაციონალური ზოდიაქოს ნიშანია და ყოველთვის მყარად დგას მიწაზე, ეჭვიანობის გრძნობა მისთვის უცხოა. პარტნიორს კურო ზედმიწევნით დაფიქრებულად ირჩევს და შედეგად ერთგულებაშიც გამოცდილი ყავს. კუროს მთელი არსით გაცნობიერებული აქვს „ერთად ცხოვრების“ ყველა დეტალი და სწორადაც ახორციელებს ამ ცხოვრებას. ფრაზა: „და ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ ერთად...“ - სავარაუდოდ, კუროს მოგონილია.
ჯიუტ კუროს დიდად არ უყვარს საკუთარი ემოციების ხალხში გამოჩენა. ამიტომაც თუკი მისი იმედები მაინც არ გამართლდა, ის მშვიდად და აუღელვდებლად გაწყვიტავს კავშირს, ყოველგვარი ხმამაღალი სცენებისა და ჭურჭლის ლეწვის გარეშე.

ტყუპი
ურთიერთობის დასაწყისშივე ტყუპი, სავარაუდოდ, გამოუტყდება პარტნიორს, რომ ძალიან ეჭვიანია. ის დარწმუნებულია: იყო ერთგული ერთი ადამიანის მიმართ - ფაქტობრივად, შეუძლებელია, ამიტომაც ეს ერთის მხრივ უკვე დამაეჭვებელია; მეორეც მხრივ კი, არ გამორიცხავს ღალატს თავად ტყუპისგან (ამასთან ყველაზე ხშირად პირადი სიამოვნებისთვის). საწინააღმდეგო სქესთან ახლო ურეირთობისას ტყუპისთვის მნიშვნელოვანია, ხედავდეს პერსპექტივას - ამ შემთხვევაში ის პირადად მიიღებს მონაწილეობას მეორე ნახევრის ყველა წამოწყებაში. ბუნებით მინიჭებულ კომუნიკაბელურობას და გულღიაობას გარეშემომყოფები ხშირად ფლირტად აღიქვამენ, ამიტომაც ტყუპის პარტნიორები მშვიდად ვერასოდეს იქნებიან. იმ შემთხვევაში კი, თუ ტყუპი პარტნიორს გამოიჭერს ღალატში, ის იმოქმედებს პრინციპით: „შურისძიება - ეს არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიირთვა“.

კირჩხიბი
კირჩხიბი ხშირად არ განიცდის ეჭვიანობის გრძნობას: როცა ის ვინმეს პარტნიორად აირჩევს, მთლიანად ჩაეფლობა ამ სიყვარულში და გულწრფელად ელოდება იგივეს რჩეულისგან. კირჩხიბი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ურთოერთობა ბედნიერი და მარადიული იყოს. კირჩხიბთან ერთად უფრო მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდებით - მიჯაჭვულობის სულისშემხუთველ გძნობაში.
და თუკი კირჩხიბი მაინც იეჭვიანებს, ამ გრძნობას შიგნით ჩაიკლავს იქამდე, სანამ გაუძლებს... ხოლო როცა ეს შეგრძნება გაუსაძლისი გახდება, ის საკმაოდ აგრესიული გახდება. ასე რომ, თუკი კირჩხიბს უღალატეთ, იცოდეთ, ის ამას არასოდეს გაპატიებთ.

ლომი
გახსოვთ, სახუმარო გამოთქმა: „რაც უნდა მოხდეს, არ იფიქრო ვარდისფერ სპილოზე“. ცეცხლის ნიშნის ეს წარმომადგენელი - სწორედ ის „ვარდისფერი სპილოა“, რომელიც დაუნდობლად ითხოვს ყურადღებას საკუთარი თავის მიმართ. და ღმერთმა არ ქნას, რომ „ის თავიდან ამოიგდოთ“! თქვენ ლომზე გამუდმებით უნდა იფიქროთ, აღფრთოვანდეთ სახალხოდ და პერმამენტულად გამოხატოთ სიყვარული მისდამი. ცხოვრებაში „მეფე“ არც ისე ეჭვიანია - ამ „დამამცირებელი“ გრძნობისთვის ის ზედმეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელია. თუმცა, ეჭვიანობის დროს ის საშიში ხდება.

ქალწული
გაწონასწორებულ და მშვიდ ქალწულს შეუძლია ემოციების კონტროლი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან ეჭვიანია. ჩახედეთ მას თვალებში და დაინახავთ მის გულწრფელ გრძნობებს. ქალწულის განსაკუთრებული თვისებაა: ის აგროვებს წვრილმან წყენას, რომლის კრიტიკული მასას შეუძლია დაანგრიოს ერთი შეხედვით იდეალური და სტაბილური ურთიერთობაც კი.
ქალწულისთვის მნიშვნეოვანია გრძნობდეს საერთო მომავალს და ჰქონდეს პარტნიორთან საერთო ინტერესები, თუმცა ამავე დროს უყვარს, როცა ორივე მხარეს საკუთარი ცხოვრება აქვს. თუ ქალწულს თქვენში ეჭვი შეეპარა, ის არ გამოხატავს ღიად უკმაყოფილებას იქამდე, სანამ გულდასმით არ ამოიძიებს ყვ ელაფერს და არ დარწმუნდება პარტნიორის სიმართლეში. ერთხელ თუ მოატყუე ქალწული - მის ნდობას ვეღარასოდეს დაიბრუნებ.

სასწორი
სასწორს ორი რამ სურს ცხოვრებაში: 1) რომ ის უყვარდეთ; 2) მოერიდოს კომფლიქტებს. სამწუხაროდ ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად იტანჯებიან იმით, რომ უსაფრთხოდ არ არიან. შინაგანი დაუცველობა შესაძლოა გახდეს საშინელი ეჭვიანობის მიზეზი. სასწორი ყველაფერს გააკაეთებს იმისათვის, რომ მოერიდოს კონფრონტაციას, ამიტომაც გვერდიდან ისე ჩანს, თითქოს ის უბრალოდ ნაწყენია. ერთადერთი მეთოდი, გაიგოთ, რაშია საქმე, არის - პირდაპირ ჰკითხოთ მას, რა აწუხებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამგებიანი ნიშანია, რაც საბოლოო ჯამში ეხმარება, თავიდან აიცილოს საბედისწერო შეცდომები. ამიტომაც, თუკი სასწორს აწყენინეთ, შანსი გაქვთ, გამოასწოროთ ყველაფერი.

მორიელი
კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც ყველაზე ეჭვიანი ზოდიაქოს ნიშნის პრეტენტენტია. მორიელს აქვს პერიოდები, როცა არ არსებობს დღე, პარტნიორს ეჭვით არ შეხედოს. ცეცხლოვანი ნიშნის კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისებაა: ის ხშირად წარსულში მომხდარზეც ეჭვიანობას. ამიტომაც არც გაბედოთ მორიელს მოუყვეთ იმის შესახებ, როგორ გაგაცილათ მეოთხე კლასში ბიჭმა სახლამდე - 20 წლის შემდეგაც კი ის „ააორთქლებს“ მოწინააღმდეგეს.
მორიელს სურს, აკონტროლებდეს პარტნიორის ყველა ნაბიჯს, როგორც ჩუმად, ასევე ღიად. თუკი მორიელის ეჭვის საბაბი გამართლდა - მისი რისხვა დაუნდობელი იქნება!

მშვილდოსანი
მშვილდოსანი იშვიათად ეჭვიანობს, მაგრამ ასეც რომ იყოს - იარაღის ქვეშაც არ გამოგიტყდებათ ამაში. ამ თვისების მიღმა ერთი დიდი პრობლემა იმალება: მას თავად შეუძლია ისე ძლიერად იმოქმედოს საკუთარ თავზე, რომ შედეგად პარტნიორისგან ისე წავა, რომ ეს უკანასკანელი საერთოდ არაფერში იქნება დამნაშავე. არ გსურთ პრობლემები გქონდეთ მშვილდოსანთან? მაშინ დაჯექით და გულწრფელად განიხილეთ მასთან ცხოვრების ყველა საეჭვო მომენტები და ნუ დაელოდებით, სანამ ის აფეთქდება შიგნით ეჭვიანობისგან.

თხის რქა
ეჭვიანობა თხის რქისთვის - პერმამენტული მდგომარეობაა, თუმცა ამაში ის საკუთარ თავსაც ძლივს უტყდება. თხის რქა ძალიან ძუნწსიტყვიანია, როცა საქმე გრძნობების გამოხატვას ეხება - მის პარტნიორს დიდი ფანტაზია უნდა ჰქონდეს, რათა გამოიცნოს, რას გრძნობს მის მიმართ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ თხის რქას არ უყვარს დიდი სკანდალების მოწყობა, თუნდაც ეჭვიანობის ნიადაგზე. ბუნებით გამარჯვებულებს ყველაზე მეტად ეშიანიათ წაგების. და კიდევ, თხის რქამ თუ მოგატყუათ, ამის შესახებ თქვენ ვერასოდეს გაიგებთ.

მერწყული
მერწყული - ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი ნიშანია, ამიტომაც მისი გულწრფელი ემოციების გაგება არც ისე ადვილია. მიუხედავად იმისა, რომ მერწყული გარეგნულად ძალიან მეგობრული და გახსნილია, ხშირად ბევრისგან მალავენ მთავარს. ნუ ეცდებით მერწყულის ეჭვიანობის პროვოცირებას, რათა მისი ყურადღება მიიპყროთ - უვნებელი ფლირტისთვის, შესაძლოა, ის სამუდამოდ დაკარგოთ. მერწყულს ფიზიკურ ღალატზე მეტად ფსიქოლოგიური ფაქტორი აღელვებს. ის იმაზე უფრო იეჭვიანებს, როცა დაინახავს, რომ სხვა ადამიანთან კარგი მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. პლატონურ სიახლოვეს ყველაზე მეტად გამოყავს მერწყული წყობილებიდან.

თევზები
ერთ-ერთი ყველაზე ეჭვიანი ჰოროსკოპის ნიშანია. თევზი იმდენად ფაქიზი ბუნების არის, რომ როგორც წესი, შეუცდომლად იგებს სხვა ადამიანის ემოციებს. პარტნიორისგან ის უსიტყვო ერთგულებას მოითხოვს, ამიტომაც სანამ თევზთან სერიოზულ ურთიერთობას გადაწყვეტდეთ, დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ ეს ყველაფერი მისცეთ მას. ამასთან, თუკი თევზი ღალატის შესახებ გაიგებს, მაგრამ პარტნიორის გულწრფელ მონიანებას დაინახავს, შესაძლოა, მისცეს გულისსწორს მეორე შანსი.