შინ მომზადებული უგემრიელესი და ნოყიერი შაურმა
fpaparazzi გირჩევთ, მოერიდოთ ქუჩაში ნაყიდ საკვებს, განსაკუთრებით სწრაფი კვების ობიექტებს და საყვარელი კერძები შინ, თავად მოამზადოთ.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- თხელი სომხური ლავაში
- ხორცი თქვენი გემოვნებით (მაგალითად ქათმის ფილე)
- ახალი კომბოსტო
- წითელი ხახვი
- კიტრი
- პომიდორი
- ბულგარული წიწაკა
- ოხრახუში
- არაჟანი
- თეთრი ღვინის ძმარი
- ნიორი
- მარილი
- მწიკვი შაქარი
- სასურველი სანელებლები
- ზეთი
მომზადება:
- თუ ქათის ფილეს იყენებთ, ჯერ მოხარშეთ, შემდეგ დაჭერით და დაბრაწეთ ზეთში.
- მოამზადეთ სოუსი: არაჟანს დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, თეთრი ღვინის ძმარი და სასურველი სანელებლები.
- დაჭერით ბოსტნეული.
- მოამზადეთ ლავაში. დაჭერით სასურველ ზომად,
- ნახევარს წაუსვით არაჟნის სოუსი, ზემოდან დაალაგეთ ბოსტნეული და ქათმის შემწვარი ფილე.
- დაახვიეთ ფრთხილად მილისებურად და შეწვით სწრაფად გახურებულ ტაფაზე ან გრილზე ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!