როგორ შევარჩიოთ საზამთრო სწორად? 5 რჩევა ფერმერებისგან

საზამთრო - წელიწადის შესანიშნავი სეზონის, ზაფხულის განუყრელი ნაწილი. საზამთროს მწიფე და გემრიელი ნაყოფის ამორჩევა არც თუ ისე მარტივ მისიას წარმოადგენს.
სწორედ ამიტომ, დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ ამოარჩიოთ ყველაზე მწიფე და გემრიელი საზამთრო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

საზამთროს ამორჩევა
ამ ფაქტორების გათვალისწინებით თქვენ ყოველთვის შეძლებთ საზამთროს საუკეთესო ნაყოფის ამორჩევას!
სწორედ ამიტომ, დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გიზიარებთ რჩევებს, თუ როგორ ამოარჩიოთ ყველაზე მწიფე და გემრიელი საზამთრო რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

საზამთროს ამორჩევა
- ზომა
ნუ მიანიჭებთ უპირატესობას დიდ ნაყოფს. სამწუხაროდ, ჩვენი კლიმატი არ იძლევა გიგანტური ზომის საზამთროების გაზრდის საშუალებას, რაც ნიშნავს იმას, რომ გიგანტური საზამთრო, რომლის შეძენასაც გეგმავთ, მოყვანილია ხელოვნური სასუქებით. - ყვითელი ლაქა
რაც უფრო დიდი და რაც უფრო მუქი ყვითელი ფერისაა ლაქა, მით უფრო მწიფე და გემრიელია ნაყოფი, რომლის შეძენასაც გეგმავთ. - სქესი
ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ საზამთროს ''სქესის'' მიხედვითაც განასხვავებენ. ''მამრი'' შედარებით დიდი ზომისაა და ოვალური ფორმა აქვს, ხოლო ''მდედრი'' საზამთრო - პატარა ზომისა და მრგვალი ფორმისაა. ''მდედრები'' გაცილებით ტკბილები და გემრიელები არიან. - სიმკვრივე
აიღეთ საზამთრო ხელში და მოუჭირეთ მას ხელებით ორივე მხრიდან. თუ ნაყოფი ოდნავ დეფორმირდება, შეიკუმშება, ესეიგი ის უკვე საკმარისად მწიფეა. - კუდი
საზამთროს ყვითელი კუდი მის სიმწიფეზე მიუთითებს, ხოლო მწვანე - პირიქით. - სუნი
თუ საზამთრო ბუნებრივი, ნატურალური გზითაა მოყვანილი, მის კანს მკვეთრი არომატული სურნელი უნდა ჰქონდეს.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით თქვენ ყოველთვის შეძლებთ საზამთროს საუკეთესო ნაყოფის ამორჩევას!